თიბისი კონცეპტის წარდგენით, შავი ზღვის მე-18 ჯაზფესტივალი იწყება, რომელსაც 11-13 ივლისს ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბი უმასპინძლებს. თბილისიდან ბათუმისკენ ჯაზ-მატარებელი 11 ივლისს დაიძვრება, ფესტივალს გახსნის ლედისი, მომდევნო დღეებში სცენაზე წარდგებიან ვინსენ გარსია და სისთერ სლეიჯი. 12 ივლისს კი თიბისი კონცეპტის და VISA-ს მხარდაჭერით, Rooms Batumi ჩიკაგოელ არტისტს - Jamie-ს 3:26-ს უმასპინძლებს. თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა სხვადასხვა კატეგორიაში, იქნება ეს კვება, დასვენება თუ თავის მოვლა. ფესტივალის დღეებში უამრავ ობიექტში, კაფე-რესტორნებში, სასტუმროებსა და მაღაზიებში ქეშბექსა და ფასდაკლებას მიიღებთ, რაც კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდის თქვენს საზაფხულო თავგადასავალს ბათუმში. 

თიბისი კონცეპტისა და Mastercard-ის შეთავაზებების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ ესტუმროთ შერჩეულ კაფეებს ბათუმში ივლისის  ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას და დაიბრუნოთ თანხის 30%, ჯამში, მაქსიმუმ 100 ლარი თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათით გადახდისას. შერჩეულ კაფეებს შორის არის კაფე “ლიმონი”, სადაც განსაკუთრებულად იგრძნობა ზაფხული და სეზონისთვის დამახასიათებელი განწყობა. “ლიმონი” იდეალურია მრავალფეროვანი საუზმისთვის. აქ დაგხვდებათ - სხვადასხვა საუზმის სეტი, ასევე ბენედიქტი, ომლეტი და სქრემბლი, შაკშუკა, დილის ჯანსაღი სალათა, ტოსტები, კრუასანები და კიდევ მრავალი სხვა გემრიელი კერძი.

თუკი აზიურ სამზარეულოს ანიჭებთ უპირატესობას და მყუდრო, დახვეწილ ატმოსფეროში ვახშამს გეგმავთ, ამისათვის იდეალური ვარიანტია რესტორანი “უმამი”, რომელიც სასტუმრო “რედისონ ბლუ ბათუმის” ბოლო სართულზე მდებარეობს და გარდა მენიუსი, ხედებითა და დიზაინით გამოირჩევა. რესტორანში კერძები პრემიუმ ხარისხის ინგრედიენტებით მზადდება, რომლებიც პარიზის ცნობილი Rungis Market-იდან არის ჩამოტანილი. კერძები ღია სამზარეულოში, სტუმრების თვალწინ მზადდება და შესაძლებლობა გაქვთ დააგემოვნოთ მრავალფეროვანი სუში როლები - ტემპურა როლი, მოცარელას როლი, შემწვარი ორაგულის როლი ტერიაკით, ცხარე ორაგულის როლი და სხვა.

4af409ac-ea74-4b10-a4c6-390b01091e68.jpeg 247.81 KB
ქალაქგარეთ განტვირთვის მოსაწყობად, ბუნებასთან მაქსიმალური კავშირისთვის, ზღვისა და ბოტანიკური ბაღის უნიკალური ხედების ფონზე, სადილისთვის შეგიძლიათ ‘’ბოტანიკოს’’ ესტუმროთ, რომელიც მწვანე კონცხზე მდებარეობს  და როგორც ქართული, ისე ევროპული კერძების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კაფეში დააგემოვნებთ სენდვიჩებსა და ბურგერებს, სხვადასხვა სახეობის პიცასა და პასტას, ხაჭაპურებს, ქათმის მწვადს დორადოს გრილზე და შავი ზღვის მიდიებს, აქვე დაგხვდებათ სასმელების მრავალფეროვანი არჩევანი, მათ შორის - კაფეს საავტორო კოქტეილები.

თიბისი კონცეპტის შეთავაზებები ვრცელდება ბათუმის არაერთ გამორჩეულ სასტუმროშიც - 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ სასტუმრო - Le Meridian-ში, 18%-იანი ფასდაკლება დაგხვდებათ Hilton-ში. თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შეგიძლიათ ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით ყველა კატეგორიის ნომერზე სასტუმრო - La Quinta by Wyndham Batumi-ში. თიბისი კონცეპტის Visa ბარათით დაჯავშნისას მხოლოდ კვირის დღეებში, Rooms Batumi-ში 20%-იანი ფასდაკლებას მიიღებთ. 30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება სასტუმრო “ორბი სითიზე”, ხოლო თუკი ქალაქიდან მოშორებით დასვენება გსურთ, 20%-იან ფასდაკლებას Visa ბარათით გადახდისას შემოგთავაზებთ კვარიათში მდებარე სასტუმრო Litz Resort.

აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს თავის მოვლა, ამიტომ თიბისი კონცეპტმა ჯაზფესტივალის დღეებში ამ კატეგორიაზეც იზრუნა და 11-12-13 ივლისს PSP-ის ბათუმის ყველა ფილიალში, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით გადახდისას, დაიბრუნებთ თანხის 30%-ს ულიმიტოდ. რაც შეეხება, შოპინგს, შერჩეული მაღაზიების და ბრენდების სია ძალიან მრავალფეროვანია და ნებისმიერ გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს; 10-15 ივლისს HUGO, Garderobe მაღაზიებში თანხის 30%-ს, ჯამში, მაქსიმუმ 500 ლარს დაიბრუნებთ. ზაფხული წარმოუდგენელია მზის სათვალეების გარეშე, ამიტომ 9-17 ივლისს კენარის მაღაზიათა ქსელში 20%-იანი ფასდაკლება დაგხვდებათ შემდეგ ბრენდებზე - Burberry, Georgio Piralli, Balenciaga და Kenzo. ასევე 20%-იან ფასდაკლებას 10-17 ივლისს შემოგთავაზებთ რონიკო, ბრენდებზე - Porshe Design, Furla, Escada, Rodenstock, George Piralli, Roli, Giorgio Armani, Morel და Vogue. 11, 12, 13 ივლისს გადახდილი თანხის 10%-ს ულიმიტოდ დაიბრუნებთ DRESSUP-ის მაღაზიებში - Jeans Gallery, Factory Outlet, Levi’s, Calvin klein Jeans, Calvin Klein Underwear, GANT, GUESS, Kid’s Gallery, Lee & Wrangler, ETAM, Jack & Jones, Lacoste, Samsonite, TOMMY HILFIGER და G-Star raw.