თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით 11-13 ივლისს წლის მთავარი ჯაზმოვლენა - შავი ზღვის მე-18 ჯაზფესტივალი გაიმართება, რომელსაც, ტრადიციულად, ბათუმის ჩოგბურთის კლუბი უმასპინძლებს. დაუვიწყარ საღამოებს, როგორც ყოველთვის, ლეგენდარული არტისტები და შემსრულებლები გაუძღვებიან. სამდღიან ფესტივალს გახსნის გრემის ჯილდოს მფლობელი ამერიკელი მომღერალი, პროდიუსერი, კომპოზიტორი, R&B-ის ვარსკვლავი ლედისი, რომელიც ძლიერი ვოკალით, არტისტიზმით და მრავალფეროვანი მუსიკალური სტილით გამოირჩევა, მისი შემოქმედება ჯაზს, R&B, ნეო-სოულს, ფანკსა და გოსპელს აერთიანებს.8c7d739f-2c9b-4661-87d8-d25af92dfb99.jpeg1.14 MB12 ივლისს სცენას გახსნის ჯგუფი “The Next Movement“ შვეიცარიიდან, რომელიც დინამიკური შესრულებით გამოირჩევა და ენერგიულ ფანკს, ჯაზს, რიტმ-ენდ-ბლუზსა და ჰიპ-ჰოპს აერთიანებს, ჯგუფი მსმენელის წინაშე უახლესი პროგრამით წარდგება. მათ შეცვლის ესპანელი ვარსკვლავი ვინსენ გარსია თავის ჯგუფთან ერთად. იმპროვიზაციით, კომპლექსური რიტმებითა და ენერგიული შესრულებით ცნობილი ბასისტი და კომპოზიტორი გარსია თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში გამორჩეული ფიგურა და ჯაზ-ფანკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „New Bass Icon.”7c3c93c3-68f3-4518-9753-5dacface470e.jpeg1.4 MBფესტივალს დახურავს ამერიკული მუსიკალური ჯგუფი - Sister Sledge, რომელიც ცნობილია დისკო, R&B და სოულ ჰიტებით და ამ ჟანრებში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ ქალთა ჯგუფად ითვლება. მათი შემოქმედება მოიცავს მრავალ ცნობილ ჰიტს, მათ შორის "We Are Family" "He's the Greatest Dancer" "Lost in Music", რომლებიც დღემდე რჩება პოპულარულ სიმღერებად. სამივე საფესტივალო ღამეს კლუბ „Take 5“-ში ჯემსეიშენებს უმასპინძლებს ჯგუფი TNM.
83cbef63-3717-433d-bce1-3497b6a5ad87.jpeg941.13 KBთიბისი კონცეპტის წინასწარი გაყიდვის ფარგლებში - 3 ივნისიდან 9 ივნისის ჩათვლით - მხოლოდ თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ. წინასწარი გაყიდვის შემდეგ, თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.logoebi.jpg50.78 KBშავი ზღვის ჯაზფესტივალის ორგანიზატორია „ისთერნ პრომოუშენსი“, ფესტივალის წარმდგენი კი თიბისი კონცეპტი.
დაწერე კომენტარი