ავტომობილი მხოლოდ გადაადგილების საშუალება აღარ არის. ის ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი პარტნიორია. ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. სწორედ ამიტომ მგზავრების უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის აუცილებელია მისი სეზონურად შემოწმება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც გზები შესაძლოა, სველი ან მოყინული იყოს.

„თეგეტა მოტორსმა“ კამპანიაში, „მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის“, უსაფრთხოებაზე ზრუნვა მთავარ პრიორიტეტად დასახა და არაერთი ცნობილი ადამიანი შემოიერთა. 

ანა კოშაძე ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და ბლოგერია. ავტომობილს მის ცხოვრებაში განსაკუთრებულად დიდი ადგილი უჭირავს. ანას ძირითადი საქმიანობა საქართველოს გარშემო საინტერესო გასტრონომიული ადგილების აღმოჩენას უკავშირდება, ამიტომაც ქალაქიდან გასვლა თითქმის ყოველკვირა უწევს. ამიტომ ნებისმიერი სირთულის გზაზე გადაადგილებისთვის ავტომობილის მზადყოფნა მისთვის პრიორიტეტად იქცა.

76c1696a-e8cb-4f61-b472-c357560d60f5.jpeg 66.55 KB
ანა კოშაძე: „როგორც ადამიანებს გვჭირდება საკუთარი თავის მოვლა, ასევეა ავტომობილის შემთხვევაშიც. სეზონის ცვლილების პარალელურად, ავტომობილს „თეგეტა მოტორსში“ პროფილაქტიკური შემოწმება უკვე ჩავუტარე. ეს როგორც მძღოლს, ისე დედას, სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას მანიჭებს. ერთი შემთხვევა მახსენდება, რომ არა ავტომობილის გამართულობა, ნამდვილად ვერ გავრისკავდი სვანეთში ღამით საკმაოდ უკაცრიელი გზის გავლას. ახალი სეზონი გამართული ავტომობილით ნიშნავს წინ კიდევ ბევრ ახალ საინტერესო თავგადასავალს და, რაც ყველაზე მთავარია, უსაფრთხოებას“. 

კამპანიის მხარდამჭერი გახდა ნიკა ლებანიძეც. ვიდეოგრაფი, ფოტოგრაფი და მთამსვლელია - მისთვის ავტომობილი მხოლოდ ტრანსპორტი არ არის, ის მისი ცხოვრების ნაწილია. სეზონური ცვლილებებისთვის მომზადების კამპანიაში ნიკა „თეგეტა მოტორსთან“ ერთად ჩაერთო - სერვისცენტრს ესტუმრა და დეტალურად შეამოწმა ყველა ძირითადი სისტემა. შორ გზებზე გადაადგილებისას მას მხოლოდ ერთი მთავარი პირობა აქვს - ავტომობილი მუდმივად გამართული უნდა იყოს.

bf69fef4-02d0-4de7-8bc6-0bedc931ae8f.jpeg 122.27 KB
ნიკა ლებანიძე: „ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, მოგზაურობისას წინ ბევრი ტალახი და უგზოობა მელის, ამ ყველაფრისთვის კი ავტომობილიც შესაბამის ფორმაში უნდა იყოს. როცა ახალ სეზონს გამართული ავტომობილით ვხვდები, ეს თავდაჯერებულობას მმატებს. ავტომობილი ჩემი ყოველდღიური მეგზურია. როცა ის მწყობრშია, მეც მშვიდად და უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს“.

მაგდა ქარქაშაძე მოცეკვავე და ინფლუენსერია. მისთვის თბილისში ცხოვრება მუდმივ მოძრაობასთან ასოცირდება - სამსახური, მეგობრები, საღამოს ცეკვის გაკვეთილები. ყოველდღე სხვადასხვა მიმართულებით უწევს გადაადგილება, ამიტომ ავტომობილი დღის განუყოფელი პარტნიორია. გააზრებული აქვს გზებზე უსაფრთხოების მნიშვნელობაც და საკუთარ ავტომობილს ძირითადად „თეგეტა მოტორსის“ გამოცდილ მექანიკოსებს ანდობს. ფიქრობს, რომ უსაფრთხო მგზავრობისთვის სეზონური მზადება აუცილებელია. 

2b857d66-7eac-4b73-ba1f-9b09e7c2f69a.jpeg 111.06 KB
მაგდა ქარქაშაძე: „თეგეტა მოტორსში“ ზუსტად იციან, რა სჭირდება ჩემს ავტომობილს. იქნება ეს აკუმულატორის შემოწმება, საბურავების შეცვლა თუ სხვა დეტალი, რაც ცივ ამინდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როცა ვიცი, რომ ავტომობილი სრულ მზადყოფნაშია, უფრო თავდაჯერებულად ვმართავ. ქალაქი მუდმივად მოძრაობს და მეც მასთან ერთად, ყოველდღე და ახალი მიმართულებით. 

საყვარელ ადამიანებზე ზრუნვას ბევრნაირი სახე აქვს, ზოგჯერ ის ჩვენი წილი პასუხისმგებლობის აღებით იწყება. ჩემთვის ავტომობილის მოვლაც საკუთარი და გარშემომყოფების უსაფრთხოებაზე ზრუნვის გამოხატულებაა“.

74030b19-7289-4483-8853-3ae4bd403b42.jpeg 488.74 KB
სეზონურად მომზადებული ავტომობილი მძღოლს სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას მატებს. ტექნიკური შემოწმება ბევრად მარტივია, ვიდრე იმ პრობლემების აღმოფხვრა, რომლებსაც უყურადღებობა იწვევს. სწორედ ამიტომ „თეგეტა მოტორსის“ კამპანია „მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის“ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების უსაფრთხოებისთვის ავტომობილს დროულად ჩაუტაროთ სეზონური შემოწმება.

--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.