ავტოინდუსტრიის ლიდერმა კომპანიამ "თეგეტა მოტორსმა" მულტიფუნქციურ სერვისცენტრში ახალი, ინოვაციური, კონცეპტუალური სივრცე გახსნა, რომელიც სერვისს, დიზაინსა და ბრენდის ისტორიას აერთიანებს და მომხმარებელს დამატებით ღირებულებებს და სრულიად ახალ, უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. Reimagine the Ride - სლოგანზე დაფუძნებული განსხვავებული სივრცე თავისი კონცეფციით ტრადიციული ავტოსერვისის მიდგომას ცვლის და წარმოადგენს მულტიფუნქციურ შოურუმს, სადაც ერთ სივრცეში თავს იყრის მაღალი ხარისხის მომსახურება და სერვისი, კომფორტი, მრავალწლიანი გამოცდილება და ინოვაციური მიდგომები.
უნიკალური კონცეფციის სივრცის შესაქმნელად "თეგეტამ’’ არქიტექტურულ სტუდია Material Editors-სთან ითანამშრომლა. სივრცე განსაკუთრებულია როგორც შინაარსობრივად, ისე ვიზუალურად. ახალი ზონა თავისი მინიმალისტური და ინდუსტრიული ინტერიერის დიზაინით საექსპოზიციო გარემოს ეხმიანება და გაფორმებულია მეტალისა და შუშის ფაქტურებით, ნეიტრალური და თბილი განათებით. სივრცე ერგება საბურავების უბანს, რომელიც რომელიც ამერიკული Hunter-ის უახლესი თაობის დანადგარით არის აღჭურვილი.
"თეგეტას" ახალი კონცეპტუალური ზონა უკვე ოფიციალურად გახსნილია. სივრცის გახსნის ცერემონიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ინტერაქციული ინსტალაციები, რომელზეც ხელოვანმა გიორგი მოზგოვოიმ იმუშავა და Cutburo-ს მიერ დამზადებული, საბურავებისა და ზეთის კასრებისაგან შექმნილი ნამუშევრები, ასევე მაგიდა მუსიკოსისთვის, სადაც dj Nicole უკრავდა. ინოვაციურ სივრცეში შესაძლებელია საგამოფენო ზონების დათვალიერება, რომლებიც "თეგეტას" პარტნიორი საავტომობილო ბრენდების პროდუქტებსა და აქსესუარებს აერთიანებს.
ქართული ვიზუალური ხელოვნებისა და ავტომობილის მოყვარულთა კულტურის გაერთიანებით, სპეციალურად "თეგეტას" კონცეფციისთვის, ქართველ არტისტებთან თანამშრომლობაც შედგა. მომხმარებლებს ექნებათ წვდომა "თეგეტას" ექსკლუზიურ მერჩზე, რომელიც ახალ სივრცეშია წარმოდგენილი და რომლის კოლექციაც სპეციალურად შექმნილი ილუსტრაციებით გაფორმებულ მაისურებს, ქუდებს, ქურთუკებსა და სხვა ნივთებს მოიცავს. ამავე სივრცეში შოურუმის კონცეფციას მალე გააგრძელებს "თეგეტას" ახალი პროექტი - Podcast by Tegeta - ავტოკულტურის, ისტორიებისა და ადამიანების შესახებ.
დაწერე კომენტარი