თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის 129 ნომერში, ლეგენდარული ავტომობილების მწარმოებელი იტალიური ბრენდის, Automobili Lamborghini-ს პირველი კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა. Lamborghini-ის ერთადერთი და ოფიციალური წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში “თეგეტა ჰოლდინგია”, რომელთან ერთადაც ბრენდი ბაზრის ეტაპობრივ ზრდას გეგმავს.
ბრენდის გლობალური სტანდარტების შესაბამისად აგებული შოურუმის გახსნასთან დაკავშირებით მოეწყო სპეციალური პავილიონი ინტერაქციული ინსტალაციებითა და DJ სეტით. ღონისძიებაზე Automobili Lamborghini-ის პრეზიდენტმა Stephan Winkelmann-მა ექსკლუზიურად წარადგინა 2025 წლის სპორტქარი - Lamborghini Temerario, რომელიც სრულყოფილად წარმოაჩენს ბრენდის ჰიბრიდული მოდელების ხაზს.
იტალიური ავტოწარმოების გლობალურ სიმბოლოდ ქცეულ Lamborghini-ს 60-წლიანი ისტორია აქვს და ამ დროის განმავლობაში საავტომობილო ინდუსტრიის რამდენიმე ლეგენდარული მოდელის შექმნა უკავშირდება, ამავდროულად, ის პირველი ბრენდია სუპერსპორტული ავტომობილების სეგმენტში, რომელმაც ინოვაციებზე დაყრდნობილი ხედვით, სრულად ჰიბრიდული მოდელების ხაზი შემოიტანა. Automobili Lamborghini აგრძელებს საზღვრების გაფართოებას და მიზნად ისახავს მომხმარებლებს განსაკუთრებული გამოცდილება, ინოვაციური, ტექნოლოგიურად დახვეწილი და მუდამ განვითარებადი პროდუქტი შესთავაზოს. Automobili Lamborghini-ს შენარჩუნებული აქვს თავისი ძირითადი ღირებულებები: გაბედული, მოულოდნელი და ავთენტური.
📱თვალი ადევნეთ Hammock-ის ინსტაგრამს, სადაც შემოგთავაზებთ სთორებს Lamborghini-ს ახალი შოურუმიდან.
დაწერე კომენტარი