სრულიად განსხვავებული შესაძლებლობებით, თუმცა Porsche-ს ელეგანტური სტილითა და დიზაინით გამორჩეული ელექტრომოდელი Porshce Macan-ი საქართველოშია. გერმანული ავტოგიგანტის პირველი SUV ქართველ მომხმარებელს „პორშე ცენტრი თბილისმა“ ინდუსტრიულ სივრცეში წარუდგინა. კომპანიამ სტუმრებს ავანგარდული არქიტექტურით გამორჩეულ, ცნობილ, ძველი ქართული კინოსტუდიის ტერიტორიაზე უმასპინძლა.

ისტორია, თანამედროვეობა და მომავალი „პორშე ცენტრი თბილისმა“ ერთ სივრცეში გააერთიანა და პრეზენტაციისათვის ინდუსტრიული გარემო შეარჩია. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ყველაზე დიდი პავილიონის 1300 M2 ტერიტორია საექსპოზიციო დარბაზად იქცა და 700-მდე სტუმარს უმასპინძლა.

3.png 120.49 KB
მთავარი ექსპონატი ელექტრო Porsche Macan-ი იყო, რომელიც ორგანიზატორებმა შუქ-ჩრდილებისა და შოუს ელემენტებით დატვირთული პერფორმანსის ფონზე წარმოადგინეს. საგანგებოდ შერჩეული, დახვეწილი ლავანდისფერიც სიმბოლურად ახალი მოდელის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს, ელეგანტურ დიზაინს უსვამდა ხაზს. 

ღონისძიებას მუსიკალურად, კლასიკური როიალისა და ელექტრონიკის თანხლებით, არტისტი kordz აფორმებდა. ცოცხალი შესრულებით წარდგა ასევე ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდი MokuMoku.

თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „Porsche Macan-ის პრეზენტაცია ამ განსაკუთრებული მოდელის კონცეფციის მიხედვით დაიგეგმა. ხედვა განვითარებასა და წინსვლაზეა დამყარებული, სადაც საფუძველი ბრენდის საწყისები და ურყევი ღირებულებებია.  მთავარი საკომუნიკაციო მესიჯიც ასე განსაზღვრეს: Keep your essence - შეინარჩუნე შენი არსი. ჩვენი დღევანდელი პერფორმანსითაც გვინდოდა ეს იდეა გადმოგვეცა. შევარჩიეთ სივრცე, სადაც თითქოს თანამედროვეობა და კლასიკა ერთმანეთს ერწყმის. ისტორიული კინოსტუდიის ტერიტორიას, რომელიც ერთ დროს დედაქალაქის გამორჩეული ადგილი იყო, ღონისძიებისათვის იერსახე სრულიად შევუცვალეთ. საგანგებოდ შერჩეული ფერებითა და შოუს ელემენტებით შევეცადეთ, Porsche-ს ახალი მოდელის სტილი და ხასიათი წარმოგვეჩინა. იმედი გვაქვს, სათქმელი მომხმარებლამდეც ზუსტად მივიტანეთ და ახლა Porsche-ს მოყვარულებს „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმში დაველოდებით“.

8.jpg 793.08 KB
ერთდროულად თანამედროვე და კლასიკური Macan-ი Porsche-ს 2024 წლის მთავარი სიახლეა. მოდელი 639 ცხენის ძალამდე სიმძლავრით გზებსა და უგზოობაზე განსაკუთრებული ელექტროპერფორმანსით გამოირჩევა. განახლებული და უფრო დახვეწილია დიზაინი როგორც ექსტერიერში, ისე ინტერიერში. ახალი Macan-ი გამოირჩევა სპორტქარისათვის დამახასიათებელი მართვადობით, შემცირებულია დამუხტვის დრო, დაფარვის მანძილი კი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 654 კილომეტრს შეადგენს. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ  Porsche-ს ეს ეკომეგობრული მოდელი საუკეთესოა, როგორც ყოველდღიური გადაადგილებისთვის, ისე შორ მანძილზე სამოგზაუროდ.
10.jpg 870.04 KB
ზამთარში გამართული წარდგენის შემდეგ Porsche Macan-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად ჩაეშვა გაყიდვაში. მათ შორის არის საქართველო და „პორშე ცენტრი თბილისი“, რომელიც აღმაშენებლის ხეივნის №129-ში მომხმარებელს Destination Porsche კონცეფციით შექმნილ შოურუმში ელოდება.