Adidas Originals პოპულარული, ყველაზე გაყიდვადი მოდელის, Superstar-ის რებრენდინგით ბრუნდება და ვარსკვლავების მონაწილეობით კამპანიას აქვეყნებს. ფოტოგრაფისა და კინორეჟისორის, Thibaut Grevet-ის გადაღებულ კამპანიაში მონაწილეობენ: მსახიობი სამუელ ლეროი ჯექსონი, მოდელი კენდალ ჯენერი, მომღერალი და რეპერი Jennie, პროდიუსერი და რეპერი Baby Keem, ფეხბურთელი ლამინ იამალი, კალათბურთელი ჯეიმს ჰარდენი, სკეიტბორდერი Tyshawn Jones და მუსიკალური სამყაროს ახალი ვარსკვლავი ოლივია დინი.
კამპანია ფოტოებს და მოკლემეტრაჟიან ფილმს აერთიანებს, რომლის სიუჟეტი სიურრეალისტურ, კინემატოგრაფიულ სამყაროს ეფუძნება და გამოგონილ Hotel Superstar-ში ვითარდება. კამპანიაში ვარსკვლავები თავიანთ შემოქმედებითობასა და ინდივიდუალიზმს უსვამენ ხაზს. Adidas Originals Superstar მრავალი წელია თვითგამოხატვის და სტილისა სიმბოლოა, რომლის დიზაინი არასდროს კარგავს აქტუალობას. როგორც Adidas-ის გუნდი აღნიშნავს, ბრენდი ამ სეზონზე სპორტულ ფეხსაცმელს ბევრ სხვადასხვა სფეროსთან აკავშირებს, მათ შორის - მუსიკასთან, კინოსა და ხელოვნებასთან.
ფოტო: Adidas Originals
დაწერე კომენტარი