Adidas აფართოებს შინაური ცხოველების ხაზს და ახალ, საშემოდგომო კოლექციას აქვეყნებს, რომელიც ოთხფეხა მეგობრებისთვის განკუთვნილ ლამაზ და კომფორტულ სამოსს აერთიანებს. Adidas-ის კლასიკური დიზაინით შთაგონებული კოლექცია კომბინიზონებს, ჟილეტებსა და ქურთუკებს მოიცავს, რომლებიც გაფორმებულია ცნობილი Trefoil-ის სიმბოლოთი, Adidas-ისთვის დამახასიათებელი ზოლებით და კარგად ასახავს სპორტული ბრენდის ესთეტიკას. Adidas Originals Pet Collection პირველად მაისში გამოვიდა. ისევე როგორც სადებიუტო კოლექცია, ახალი საშემოდგომო სამოსიც ექსკლუზიურად ჩინეთში გაიყიდება და მისი სხვა ქვეყნებში გავრცელება ჯერ დადასტურებული არ არის. 

გარდა დახვეწილი და ლამაზი დიზაინისა, კოლექცია გამოირჩევა ფუნქციურობით და ის ოთხფეხა მეგობრების სტილთან ერთად მაქსიმალურ კომფორტზე აკეთებს აქცენტს. თითოეული სამოსი დამზადებულია წყალგაუმტარი მასალებისგან წვიმიანი ამინდებისთვის, ჟილეტები კი უზრუნველყოფს სითბოს შემოდგომისა და ზამთრის ცივ დღეებში. 



ფოტო: Adidas