მას შემდეგ, რაც კიმ კარდაშიანმა 2019 წელს ბრენდი Skims დააფუძნა, არაერთ ცნობილ იტალიურ ბრენდთან ითანამშრომლა, მათ შორისაა Dolce & Gabbana და Fendi, ამჯერად კი ახალ კოლექციას Roberto Cavalli-სთან ერთად ქმნის და საცურაო კოსტიუმების ხაზს აბრუნებს. ახალი კოლექცია აერთიანებს Cavalli-ს საკულტო, ყველაზე ცნობილ პრინტებს Skims-ის ხელწერასთან, კომფორტთან და პრაქტიკულ დიზაინთან. კოლექციისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში ფოტოგრაფმა ნადია ლი კოენმა კიმ კარდაშიანი და კრის ჯენერი გადაიღო. 

‘’მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი Roberto Cavalli-ს ეგზოტიკური პრინტებითა და თამამი ხედვით...’’ - აღნიშნავს კიმ კარდაშიანი. კოლექცია აერთიანებს სხვადასხვა სტილის საცურაო კოსტიუმებს, საზღვაო მოსაცმელებსა და აქსესუარებს, Skims-ის ყველაზე გაყიდვად მოდელებს, რომლებიც გაფორმებულია Roberto Cavalli-ს ისეთი ვინტაჟური პრინტებით, როგორებიცაა Fagianella, Light Zebra და Tiger Face.