Dolce & Gabbana ბრენდის საკულტო სუნამოს ხაზის, Light Blue-ს და პარფიუმის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ახალ კამპანიას აქვეყნებს, რომლის მთავარი სახეები ბრიტანელი მსახიობი თეო ჯეიმსი და იტალიელი სუპერმოდელი ვიტორია ჩერეტი არიან. ხმელთაშუა ზღვის ესთეტიკისა და იტალიური ზაფხულის განწყობის აღსაბეჭდად კამპანია, ფოტოები და სარეკლამო ვიდეორგოლი კაპრიზე, თვალწარმტაცი ფარალიონის კლდეების, მზიანი სანაპიროსა და ლურჯი ზღვის ფონზე ცნობილმა ფოტოგრაფმა გორდონ ფონ შტაინერმა გადაიღო.IMG_1632.jpeg144.48 KBDolce & Gabbana-ს სუნამო - Light Blue პირველად 25 წლის წინ გამოვიდა, მალევე მოიპოვა პოპულარობა და ზაფხულის სეზონის ერთ-ერთ მთავარ სურნელად იქცა. სუნამო წლების განმავლობაში ერთგულ მომხმარებლებს ინარჩუნებს, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად კი ბრენდი განახლებულ და გაუმჯობესებულ ფორმულას გვთავაზობს. ოსტატმა პარფიუმერებმა - ოლივიე კრესპმა და ალბერტო მორილასმა Light Blue-ს სურნელების ხანგრძლივობის გასაძლიერებლად იმუშავეს, რის შედეგადაც ახალი ფორმულა სუნის თექვსმეტ საათამდე შენარჩუნებას უზრუნველყოფს. Light Blue-ს საკულტო სურნელი ინარჩუნებს სიცილიური ლიმონის, ვაშლის და კედრის ტრადიციულ ნოტებს, ხისა და ყვავილოვანი ნოტების დამატებით.IMG_1633.jpeg539.51 KBციტრუსოვანი Light Blue-ს კამპანია არა მხოლოდ მის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს, არამედ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს Dolce & Gabbana-ს ხედვას იტალიური სილამაზისა და დახვეწილობისადმი და თავისი ესთეტიკით ზაფხულის მოახლოებას ეხმიანება.
დაწერე კომენტარი