Dolce&Gabbana-მ 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის ახალი კამპანია, სახელწოდებით Sartoria წარადგინა, რომელშიც ცნობილი ირლანდიელი მსახიობი და პროდიუსერი კოლინ ფარელი მონაწილეობს. კამპანია გრეი სონეტის მიერ არის გადაღებული და იტალიური სახლის ოსტატობასა და ხელობას - Made to Measure სერვისს ეძღვნება.

„Dolce&Gabbana Sartoria-ს კოსტიუმში დეტალებისადმი ყურადღება შეუდარებელია. მიხარია, რომ ვაგრძელებ ურთიერთობას Dolce&Gabbana-ს ოჯახთან,’’ - აღნიშნა კოლინ ფარელმა, რომელმაც მისთვის ინდივიდუალურად შექმნილი პიჯაკები და პალტო მოირგო. მსახიობისთვის იტალიურ მოდის სახლთან თანამშრომლობა პირველი არ არის, მას აქამდეც მიუღია მონაწილეობა Dolce&Gabbana-ს კამპანიაში. 

Dolce&Gabbana-ს Measure სერვისი შეკვეთით, პერსონალური დეტალებით, სპეციალისტისა და მომხმარებლის უშუალო კომუნიკაციით სამოსის შექმნას მოიცავს, რის ფარგლებშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხელობას, ფერების, ჭრისა და პროპორციების ზედმიწევნით შესწავლას და მომხმარებელს უნიკალურ გამოცდილებას, ინდივიდუალურ პროდუქტს სთავაზობს. Dolce&Gabbana Sartoria-ს მიერ შემოთავაზებული სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტულ ბუტიკებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.


ფოტოს წყარო: Dolce&Gabbana