ცნობილი ამერიკელი მომღერალი - ლანა დელ რეი Skims-ის სახე გახდა. ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კოლექცია როგორც ონლაინ, ისე მაღაზიებში 23 იანვარს იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის.
მოდის ბრენდებთან თანამშრომლობა ლანა დელ რეისთვის ახალი გამოწვევა არ არის, ადრე იგი გუჩის მუზაც იყო, თუმცა, მისი თქმით, კიმ კარდაშიანთან თანამშრომლობა, რომელიც ბრენდ Skims-ის დამფუძნებელია, განსაკუთრებული ღირებულების მქონეა.
ახალი კამპანიის ფარგლებში ლანა დელ რეი, ნადია ლი კოენის ობიექტივში მოხვდა. მათ ერთმანეთთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ და როგორც მომღერალმა აღნიშნა, ძალიან მოსწონს ნადიას შემოქმედება.
,,სკიმსი’’ ცნობილ ვარსკვლავებთან კოლაბორაციებით ცნობილი ბრენდია, რომლის ღირებულება მილიარდობით დოლარს აღწევს და ყველაზე განხილვადი ბრენდების სიაში ხვდება.
4 თებერვალს კი ამერიკელ მომღერალ ლანა დელ რეის, ხუთი ნომინაციით, გრემის 66-ე დაჯილდოებაზე ვიხილავთ.
ფოტოების წყარო: Kim Kardashian
დაწერე კომენტარი