Calvin Klein აგრძელებს სარეკლამო კამპანიების სერიას და ამჯერად 2025 წლის ზაფხულის კოლექციას გვიზიარებს, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბრენდის  მინიმალისტურ,  დახვეწილ სტილს. ახალი კამპანია ცნობილმა ფოტოგრაფმა Stuart Winecoff-მა გადაიღო, რომელსაც ბრენდთან აქამდეც არაერთხელ ჰქონია თანამშრომლობა და მის ობიექტივში Calvin Klein-ის ბევრი სახე მოხვედრილა, მათ შორის ჯერემი ალენი, ვიტორია ჩერეტი, კაია გერბერი და სხვები. 2025 წლის საზაფხულო კამპანიაში კი მოდელები - ვიკა ევსეევა და ლუკას ბარსკი მონაწილეობენ. 

კამპანია გადაღებულია სანაპიროზე და მისი მთავარი შთაგონება ზაფხულის ცხელი და დასამახსოვრებელი ღამეებია. კოლექციის მთავარი ნაწილია ჯინსის და Calvin Klein Underwear ხაზის მოდელები ახალი ინტერპრეტაციებით. 2025 წლის საზაფხულო კოლექცია კიდევ ერთხელ გვახსენებს Calvin Klein-ის საკულტო, მუდამ აქტუალურ, მოთხოვნად მოდელებს და ბრენდის მინიმალისტურ, დახვეწილ სტილს.