წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება და Calvin Klein კიდევ ერთხელ გვიზიარებს კამპანიას ჯერემი ალენის მონაწილეობით, რომელიც 2024 წლის ზამთრის კოლექციას წარმოადგენს. ბრენდის კამპანია, რომელიც Stuart Winecoff-მა გადაიღო და ფოტოებსა და ვიდეორგოლს აერთიანებს, წელს მესამე თანამშრომლობაა მოდის სახლისა და ჯერემი ალენისთვის. პირველად მსახიობი Calvin Klein-ის გაზაფხულის კამპანიაში გამოჩნდა, მეორედ იგი სულ ცოტა ხნის წინ, შემოდგომის კოლექციის წარდგენისას ვიხილეთ. ჯერემის გამოჩენა ბრენდისთვის ყოველ ჯერზე წარმატებული აღმოჩნდა - კამპანიებმა პოპულარობა და დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა, შესაბამისად, ბრენდის საყვარელი მსახიობი ისევ კოლექციის მთავარი სახეა.
Calvin Klein-ის ახალი კოლექცია უმაღლესი ხარისხის ქსოვილებზე, კომფორტზე და მოდის სახლის მთავარ - მინიმალისტურ სტილზეა ორიენტირებული. ჯერემი ალენმა კოლექციიდან კლასიკური თეთრი პერანგი და შავი შარვალი, ქიშმირის ჟაკეტი და სპორტული შარვალი, 90-იანი წლების სახლის ცნობილი და საკულტო სტილის ჯინსი მოირგო. კლასიკური და დახვეწილი სტილის სილუეტები ნეიტრალურ ფერებშია გადაწყვეტილი, თეთრ და შავ ფერებთან ერთად ვხვდებით წლევანდელი შემოდგომის სეზონის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ბორდოსფერს.
დაწერე კომენტარი