Calvin Klein-მა ახალი, 2024 წლის საშემოდგომო კამპანია წარადგინა, რომელშიც ჯერემი ალენი მონაწილეობს. ბრენდისა და მსახიობის წარმატებული თანამშრომლობა წლევანდელი გაზაფხულის კამპანიით დაიწყო და Calvin Klein-ის კამპანიაში ჯერემი ალენს უკვე მეორედ ვხვდებით.
ამერიკული ელფერის, 90-იანი წლების სილუეტებით შთაგონებული კამპანია ბრენდის სამოსის, ჯინსებისა და საცვლების ახალ კოლექციას წარმოადგენს. ახალ კამპანიაშია: სხვადასხვა სტილის ჯინსის შარვლები, ქურთუკები, მაისურები მონოგრამული ლოგოთი, ახალი Modern Cotton Air და ბრენდის ცნობილი Cotton Classic საცვლები.
მსგავსად გასული კოლაბორაციისა, ახალი კამპანიაც ფოტოგრაფმა მერტ ალასმა გადაიღო და ჯერემი ალენი ლოს-ანჯელესში, აუზის პირას, მზის სხივების ქვეშ აღბეჭდა. კამპანიის ვიდეორგოლს ამერიკული როკ-ჯგუფის, Tommy James and the Shondells-ის სიმღერა - "Crimson and Clover" აფორმებს.
"Calvin Klein-ის ესთეტიკა არის მარადიული. ძალიან მიხარია ბრენდთან და მთელ შემოქმედებით გუნდთან დაბრუნება ახალი კამპანიის ფარგლებში". - აღნიშნა ჯერემი ალენმა.
ფოტოს წყარო: Calvin Klein
დაწერე კომენტარი