Calvin Klein ახალ, საგაზაფხულო კამპანიას აქვეყნებს, რომლის მთავარი სახე ცნობილი პუერტორიკოელი შემსრულებელი Bad Bunny-ია. მუსიკოსი Calvin Klein Underwear ხაზის ახალი კოლექციით ფოტოგრაფმა მარიო სორენტიმ აღბეჭდა. კოლექცია მოიცავს ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელის, Icon Cotton Stretch-ის განახლებულ დიზაინს, რომელიც Calvin Klein-ის მარადიულ სტილს აგრძელებს და მინიმალიზმსა და კომფორტზე აკეთებს აქცენტს. ისევე როგორც Icon Cotton Stretch მოდელები, ახალი კოლექციის კლასიკური მაისურებიც თეთრ, შავ და ნაცრისფერ ფერებშია წარმოდგენილი. 


‘’მადლიერი ვარ შესაძლებლობისთვის ვიყო ამ ბრენდის საკულტო კამპანიის ნაწილი. პუერტო რიკოში გადაღებამ კამპანია ჩემთვის კიდევ უფრო გამორჩეული გახადა.’’ - აღნიშნავს Bad Bunny.  ასევე, მუსიკოსმა განაცხადა, რომ კამპანიაში გადასაღებად განსაკუთრებულად ემზადებოდა - ‘’მქონდა მთელი რუტინა იმისათვის, რომ კამპანიის გადაღებისას საუკეთესო ფორმაში ვყოფილიყავი, ვიკვებებოდი ძალიან ჯანსაღად და ვვარჯიშობდი მაქსიმალურად.’’


ბრენდი Bad Bunny-ის მონაწილეობით ფოტოებთან ერთად სარეკლამო ვიდეორგოლს აქვეყნებს, რომელსაც მუსიკოსის უახლესი, 2025 წლის ალბომის - ‘’DeBÍ TiRAR MáS FOToS’’-ის სიმღერა “EoO” აფორმებს. Calvin Klein Underwear-ის ახალი საგაზაფხულო კამპანია კიდევ ერთხელ იქცევს საერთაშორისო ყურადღებას. ბრენდის კამპანიები მუდმივად პოპულარობით სარგებლობს, მათ შორის ჯერემი ალენის, ჯასტინ ბიბერის, ჯერემი პოპისა და მარკ უოლბერგის მონაწილეობით.