Calvin Klein სარეკლამო კამპანიებით მუდმივად ყურადღების ქვეშ ექცევა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახალ სეზონზე ბრენდი 2025 წლის ზაფხულის კამპანიას აქვეყნებს, რომლის მთავარი სახე ოქროს გლობუსზე ნომინირებული მსახიობი - კუპერ კოხია. ბრენდის კონცეფციის შესაბამისად, ახალი კამპანია Calvin Klein-ის მინიმალიზმს, კომფორტსა და თავდაჯერებულ, თამამ ხასიათს უსვამს ხაზს. ამერიკელი მსახიობი, კამპანიის ფარგლებში, ცნობილი ფოტოგრაფის, მერტ ალასის ობიექტივში მოხვდა, რომელსაც Calvin Klein-ის არაერთი კამპანიის გადაღება უკავშირდება. IMG_2166.jpeg318.63 KBკამპანია Calvin Klein-ის ყველაზე გაყიდვად მოდელს - Icon Cotton Stretch-სა და მის განახლებულ დიზაინს ეძღვნება. გარდა ამისა, კუპერმა ბრენდის ძირითადი სამოსი - თეთრი, მინიმალისტური მაისური - Cotton Classic Tank და ჯინსის მოდელები - Baggy Jean და კლასიკური ჯინსის პერანგი მოირგო. როგორც მსახიობი აღნიშნავს, იგი კამპანიისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა და მუდმივად ვარჯიშობდა, ხოლო გადაღებების დროს, განწყობისა და მუხტის შესაქმნელად, სტუდიაში ხშირად ისმოდა მადონას სიმღერები. IMG_2165.jpeg461.6 KBკუპერმა მსოფლიო აღიარება Netflix-ის ამერიკული კრიმინალური დრამით, სატელევიზიო სერიალ Monster-ით მოიპოვა, რომელიც ლაილისა და ერიკ მენენდესების რეალურ ისტორიას მოგვითხრობს. მსახიობისთვის მოდის სახლებთან თანამშრომლობა ახალი არ არის, მან აქამდე მონაწილეობა Saint Laurent-ის კინემატოგრაფიულ კამპანიაში მიიღო, რომელსაც "As Time Goes By" ეწოდება. Calvin Klein კი თავისი თანამედროვე და მარადიული სტილის გამოხატვას ცნობილ სახეებთან თანამშრომლობით აგრძელებს, კუპერამდე კამპანიებში ვიხილეთ - Bad Bunny, ჯერემი ალენი, იდრის ელბა, ჯასტინ ბიბერი და სხვები.
დაწერე კომენტარი