ანტონი ვაკარელოს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, Saint Laurent-მა Rive Droite Editions-ის მორიგი ფოტოკრებული წიგნის სახით გამოსცა, რომლის მთავარი გმირი ამერიკელი მსახიობი ზოი კრავიცია ცნობილი ფოტოგრაფის, Henrik Purienne-ს ობიექტივში.
ახალი კამპანია, სახელწოდებით "Zoë", მიზნად ისახავს მსახიობსა და ანტონი ვაკარელოს შორის ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობის, მოდის სახლთან მრავალწლიანი თანამშრომლობის აღბეჭდვასა და პატივისცემას. ფოტოების სერია წიგნის 100-ზე მეტ გვერდს მოიცავს, რომელზეც ფერადი და შავ-თეთრ კადრებია აღბეჭდილი.
მრავალფეროვანი ფოტოსერია კრავიცის ხასიათსა და ბუნებას, თავდაჯერებულობასა და ინდივიდუალიზმს გამოხატავს, მსახიობი გადაღებულია სხვადასხვა ადგილას - ქალაქში თუ სანაპიროზე. წიგნის - “Zoë’’ გამოფენა ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს, რომელიც 2 ივლისს დაიწყო და 20 აგვისტომდე გაგრძელდება.
გარდა წიგნის მთავარი გმირისა, ახალ კამპანიაში მსახიობი ჯერემი ალენ უაითიც მონაწილეობს, რომელიც წელს ასევე გადაიღეს Calvin Klein-ის 2024 წლის გაზაფხულის კამპანიისთვის.
Saint Laurent-ის Rive Droite გამოცემითა და საინტერესო კოლაბორაციებით ანტონი ვაკარელო პარიზული მოდის სახლის კინემატოგრაფიული მიმართულების განვითარებას უწყობს ხელს. გამოცემის ფარგლებში ვაკარელომ უკვე რამდენჯერმე ითანამშრომლა სამხრეთ აფრიკელ ფოტოგრაფ Henrik Purienne-სთან.
ფოტოს წყარო: Saint Laurent
დაწერე კომენტარი