ენტონი ვაკარელომ Saint Laurent-ის ახალი, საზაფხულო კოლექცია წარადგინა, რომლის კამპანიის ფოტოები ფოტოგრაფმა რობინ გალიეგმა გადაიღო. Summer 24 Highlight კამპანიაში მოდის სახლის საკულტო ჩანთების - The Niki, Le 5 à 7 Supple და Le 37 Bucket-ის ახალ ვარიაციებს, ქსოვილისა და ფერის ინტერპრეტაციებს ვხვდებით, ასევე The Voltaire, The Mini Manon, Junon და Mini Tote Bag ჩანთებს.
ახალი კამპანიის ლუქები საცურაო კოსტიუმებს, ჯინსისა და ტყავის სამოსს, შავ, კლასიკურ კაბებს მოიცავს, რაც ხაზს უსვამს Saint Laurent-ის სილუეტსა და ხელწერას. ყოველდღიური ტანსაცმელი, მაისურები და ტოპები გაფორმებულია Cassandre-ს ლოგოთი.
რაც შეეხება, ფეხსაცმელებს, ვხვდებით Babylone-ის სანდლებს, თასმებითა და ლითონის Cassandre-ს ლოგოთი, დახვეწილ ლოფერებს - Le Loafer-ს. კამპანიაში წარმოდგენილია ისეთი ნივთებიც, რაც Rive Droite-ის ცხოვრების სტილს ესადაგება, მათ შორის პოპულარული Rive Droite Skateboard.
ფოტოების წყარო: YSL
დაწერე კომენტარი