Louis Vuitton-ის ახალი Men's Pre-Fall 2024 კოლექციის შთაგონების წყარო დედამიწის გარშემო მოგზაურობა და მეზღვაურობაა. ფარელ უილიამსის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, ახალ კოლექციაში მეზღვაურებითა და მათი სილუეტებით შთაგონებული ელემენტები, ხელახალი ინტერპრეტაციით ახალგაზრდულ და თანამედროვე ელფერს იძენს. კოლექცია მოიცავს სამოსს, ტყავის ნაწარმს, აქსესუარებს, კლასიკური თეთრი და ზღვისფერი, ლურჯი და ცისფერი ტონებით.

ფოტოგრაფ  Leslie Zhang-ის გადაღებულ სერიაში შეხვდებით მოციგურავე კარლაილ აიკენსს, მუსიკოს ჯოი ლანჰემს, სერფერ მარსიალ კრამის, აიდენ უილიამსსა და იუჰი მიჰარას.  

საზღვაო ესთეტიკის კოლექცია ეყრდნობა მოგზაურობის იდეას. ბრენდი თავის მხრივ იკვლევს სხვადასხვა სუბკულტურებს ჰავაიდან  ჰონკონგამდე. 

კლასიკური გაშლილი შარვლები, საყელოიანი ქურთუკები და პერანგები, ბერმუდა შორტები, აბრეშუმისებრი და ზოლიანი პრინტის სამოსი ერწყმის მოდის სახლის ძირითადი აქსესუარების ახალ ვარიანტებს, როგორიცაა, მაგალითად, Keepall ჩანთა. ზღვის ლურჯი ტონები და ესთეტიკა, რომელიც ეხმიანება საზღვაო თემას, აგრძელებს Louis Vuitton-ის კამპანიას, სახელწოდებით “Art of Travel”.


ფოტოების წყარო: Louis Vuitton