menu close search
ფოტოგრაფია

მარიო ტესტინოს თვალით დანახული რიო დე ჟანეირო

21 მაისი, 2025

2009 წელს ცნობილმა ფოტოგრაფმა მარიო ტესტინომ წიგნი "Mario de Janeiro Testino" გამოსცა, რომელიც იდეალურად აღწერს ქალაქის მარადიულ ესთეტიკასა და ენერგიას - ერთდროულად ქაოსურსა და მშვიდს. წიგნი მარიო ტესტინომ ბრაზილიის, მისი კულტურის, ხალხის, ენერგიის სიყვარულითა და კოპაკაბანას სანაპიროზე დამსვენებელი ახალგაზრდების შთაგონებით შექმნა.

IMG_1651.PNG 475.53 KB
"Mario de Janeiro Testino" ასახავს ტესტინოს ღრმა პიროვნულ კავშირს ბრაზილიასთან და ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ქალაქ რიო დე ჟანეიროსთან. პერუში დაბადებულმა ფოტოგრაფმა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები ლათინურ ამერიკაში გაატარა და ადრეული ასაკიდან მუდმივად აფასებდა და პატივს სცემდა კონტინენტის სილამაზესა და უწყვეტ რიტმს. რიო დე ჟანეიროსადმი მისი გატაცება კი პირველი საზაფხულო არდადეგებისას დაიწყო - "როდესაც 14 წლის ვიყავი, არდადეგებზე ჩამოვედი, სახლიდან სანაპიროზე მივდიოდი და ვხედავდი, რომ გარშემო ყველა თავისი საცურაო კოსტიუმით დადიოდა, გოგოები და ბიჭები ისეთი უდარდელი და თავისუფლები იყვნენ, რომ უბრალოდ არ მჯეროდა..." 

aab8c601-189b-4125-a7b8-f971e235213d d7aeb828-0bdb-438f-82a3-e351b6966f1f d40996e6-a703-49b9-8a23-b95ce943387c a4101a0d-d4fd-401c-b4a3-121dc0ae094d 3e6c2e7c-618d-44e0-93a7-bf932d9807e9 ce56a7ef-a775-4749-a911-704fda4a4ba9

ამგვარად, ქალაქის სიყვარულით, ტესტინომ ფოტოგრაფიული მოგზაურობა შემოგვთავაზა - წიგნში ერთდროულად თავი მოუყარა მოდას, დოკუმენტურ მასალას, მხატვრულ პორტრეტებს, ტროპიკულ პეიზაჟებს და ბევრ დამსვენებელსა და ადგილობრივს. "Mario de Janeiro Testino" აერთიანებს ფოტოებს იპანემას ოქროს პლაჟიდან და მზის ჩასვლის თვალწარმტაცი პანორამული პეიზაჟებიდან, რიო დე ჟანეიროს ყველაზე ცნობილ და ენერგიულ კარნავალამდე. ფოტოკრებულის მთავარი სახეა ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, რომლის პორტრეტები და დასამახსოვრებელი ენერგია მთელ წიგნში გვხვდება.

ფოტოს წყარო: Mario Testino


გამოქვეყნების თარიღი:

21 მაისი, 2025

შეიძლება დაგაინტერესოს...

სამყაროს სილამაზე და ფერადი ყოველდღიურობა Romain Laprade-ის ობიექტივში

დენის ჰოპერის თვალით დანახული 60-იანი წლების ამერიკული ცხოვრების სტილი

Henrik Purienne-ს ვინტაჟური ესთეტიკის ფოტოგრაფია

ფერადი ფოტოგრაფიის პიონერი - სოლ ლეიტერის შემოქმედება

ნიუ-იორკის ქუჩისა და ჰიპ-ჰოპის ფოტოგრაფია - ჯამელ შაბაზის შემოქმედება

წყალქვეშა მოცურავეები - ლარი სულტანის სიურრეალისტური ფოტოსერია

ნიუ-იორკი თომას ჰოპკერის ობიექტივში

ზოი კრავიცი Saint Laurent Rive Droite ახალ წიგნში

ნიუ-იორკის შეულამაზებელი რეალობა დეშ სნოუს პოლაროიდებში

რაიან მაკგინლი – ფსევდო-ფიქცია, მითი და შემთხვევითობა

დეივიდ სორენტის პოლაროიდები

მარიო ტესტინოს ფოტოგრაფია

დაწერე კომენტარი