ფოტოჟურნალისტმა და Magnum Photos-ის ყოფილი პრეზიდენტმა - თომას ჰოპკერმა გასული საუკუნის 60-იანი წლებში დაიწყო ნიუ-იორკის, ქალაქთან დაკავშირებული მრავალი განწყობისა და კომპლექსური ხასიათის გადაღება. ჟურნალისტური დაკვირვებითა და დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით, ჰოპკერმა ასახა ნიუ-იორკის რეალური სახე - მრავალეროვანი მცხოვრებლებით, ღირსშესანიშნაობებითა და უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული უბნით.  

ჰოპკერის შეხედულებები და ქალაქის ასახვა შორს არის მრავალი ადამიანის გონებაში წარმოდგენილი დიდი და გამორჩეული ქალაქის იმიჯისგან. ცნობილმა ფოტოგრაფმა ნიუ-იორკში მცხოვრები ადამიანები, მათი ცხოვრების წესი, საცხოვრებელი სახლები და აქტივობები პირდაპირ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე აღბეჭდა. 

ნიუ-იორკის ევოლუცია დროში საინტერესოდ არის ნაჩვენები თომას ჰოპკერის გამოცემაში, სახელწოდებით "New York", რომელიც მეტროპოლიისა და მოსახლეობის მრავალ ფოტოს აერთიანებს და გარდა ამისა, თავად ჰოპკერის შემოქმედებით განვითარებასაც ასახავს.

ჰოპკერი იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან პროფესიონალ ფოტოგრაფებს შორის, რომლებიც აფიქსირებდნენ 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმას ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენზე. ჰოპკერმა არა მარტო მოვლენა აღბეჭდა კამერაზე, არამედ გადაიღო ტერორისტული აქტის შედეგები ქალაქზე და ნიუ-იორკის ცხოვრების სტილი ტრაგედიის შემდეგ.

თომას ჰოპკერს ინტერესი ფოტოგრაფიის მიმართ თოთხმეტი წლის ასაკში გაუჩნდა, მისი შთაგონება ბაბუას მიერ ნაჩუქარი კამერა აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი სწავლობდა ხელოვნებას, ისტორიასა და არქეოლოგიას, მისი მთავარი მოწოდება ბავშვობიდანვე ობიექტივი და გადაღება იყო. 1976 წელს, ნიუ-იორკში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, დაიწყო ქუჩის ცხოვრების და კულტურული მოვლენების აღბეჭდვა, სხვადასხვა გამოცემებისთვის. ჰოპკერის 1989 წელს შეუერთდა Magnum Photos-ს და იყო კომპანიის პრეზიდენტი 2003-იდან 2006 წლამდე.



ფოტოს წყარო: Magnum Photos, Catastrophe