ამერიკელი კინორეჟისორი - სპაიკ ჯონსი ბიორკს ლოს-ანჯელესის Chateau Marmont-ში 1995 წლის ზაფხულში შეხვდა, მომღერლის მთავარი მუსიკალური კლიპის, "It's Oh So Quiet"-ის გადაღებამდე. ჯონსმა მომღერალი თავის ობიექტივში შატოს სხვადასხვა ლოკაციაზე აღბეჭდა, მათ შორის - საცურაო აუზში, შატოს ბაღში და საძინებელ ოთახში. წლების წინ გადაღებული ფოტოსერიიდან იმ დროისათვის მხოლოდ ექვსი ფოტო გამოქვეყნდა, რომლებმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა.
რამდენიმე თვის წინ კი, Humberto Leon-ის ინიციატივით და კურატორობით, WeTransfer-თან თანამშრომლობის შედეგად გამოფენა - The Day I Met Björk გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სპაიკ ჯონსისა და ბიორკის ერთობლივი სერიიდან აქამდე უცნობი ფოტოები გამოქვეყნდა. საინტერესო ხელოვნების პროექტმა, რომლის ჩვენება Leon's LA რესტორანსა და Arroz & Fun გალერეაში შედგა, ასევე ციფრულმა ზონამ დამთვალიერებელს სამი ათწლეულის წინ გადაღებული ფოტოები გააცნო.
როგორც ჯონსი აღნიშნავს, მისი და ბიორკის კავშირი თავიდანვე ძალიან ბუნებრივად დაიწყო, მომღერალი თავისი თავდაჯერებულობით, სილაღით და ბუნებრიობით პოზირებდა კამერის წინ. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მათ ასობით ფოტო გადაიღეს, იმ დროისთვის არსებული Detour Magazine-ისთვის, სადაც 1995 წლის გამოცემაში ექვსი მათგანი გამოქვეყნდა, დღეს კი, წლების შემდეგ 25-ზე მეტი ფოტოს ნახვაა შესაძლებელი.
ფოტოს წყარო: Vogue, Los Angeles Times
დაწერე კომენტარი