ამერიკული მოდის სახლი Tommy Hilfiger ახალ კამპანიას, სახელწოდებით "The Hilfiger Racing Club" აქვეყნებს, რომელიც ავტორბოლის სამყაროს ეხმიანება და აერთიანებს 2025 წლის შემოდგომის კლასიკურ, დინამიკურ, სპორტულ და დახვეწილ კოლექციას. Hilfiger Racing Club ავტორბოლის ვინტაჟური სტილითა და მისი მრავალფეროვნებითაა შთაგონებული, ხაზს უსვამს როგორც მოტოსპორტის ნოსტალგიურ ხასიათს, ისე კლასიკურ ამერიკულ სიმარტივეს, რომელსაც Tommy Hilfiger-ის მარადიული ხედვა ეფუძნება.
თავისუფლებით, ინდივიდუალიზმითა და მხიარული განწყობით შექმნილი კამპანია მოდის ფოტოგრაფმა და რეჟისორმა Glen Luchford-მა გადაიღო. კამპანიის ორი მთავარი სახეა მსახიობი ნიკოლას ჰოლტი, რომელსაც დიდხნიანი კავშირი აქვს ავტორბოლის სამყაროსთან და სუპერმოდელი კლაუდია შიფერი. მათთან ერთად კამპანიაში ვხვდებით მოდელებს - იდა ჰაინერს, Jeremiah Berko Fourdjour-ს, რაფაელ დიოგოს, სელენა ფორესტსა და Song Ah Woo-ს. გარდა ახალი კოლექციისა, კამპანია "The Hilfiger Racing Club" იმერსიულ გამოცდილებასაც შექმნის, მის ფარგლებში მთელი სეზონის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, შეხვედრები, კოლაბორაციები და ღონისძიებები, რომლებიც საავტომობილო კულტურასა და მოდას გააერთიანებს.
გამოქვეყნების თარიღი:
18 სექტემბერი, 2025
დაწერე კომენტარი