Tommy Hilfiger სპორტისა და მოდის სამყაროში ახალი თანამშრომლობით ბრუნდება, ამერიკული ბრენდი Cadillac F1-ის სპონსორი გახდა. მომდევნო წლების განმავლობაში გუნდის ვიზუალურ იდენტობასა და მონაწილეების ჩაცმულობაზე სწორედ Hilfiger იზრუნებს. გუნდი ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატზე 2026 წელს წარდგება, თუმცა მანამდე Tommy Hilfiger უახლეს კაფსულ-კოლექციას - APXGP-ს და დემსონ იდრისის მონაწილეობით გადაღებულ კამპანიას აქვეყნებს, რომელიც მხატვრულ ფილმს - "F1 The Movie"-ს ეძღვნება. იდრისისა და ბრედ პიტის მონაწილეობით ფილმი კინოეკრანებზე მიმდინარე წელს გამოჩნდება.

ახალი თანამშრომლობა აგრძელებს Hilfiger-ის ხანგრძლივ ისტორიას და კავშირს სპორტთან. Tommy Hilfiger ფორმულა 1-თან უკვე 30 წელზე მეტია თანამშრომლობს, ამ წლების განმავლობაში ბრენდს არაერთი საინტერესო კოლაბორაცია ჰქონია - 1991 წელს ბრენდი Team Lotus-ის სპონსორი გახდა და მათთვის ფორმებს სამი სეზონის განმავლობაში ქმნიდა. 1998-იდან ოთხი წლის განმავლობაში მოდის სახლი Ferrari-ს ტანსაცმლის ოფიციალური სპონსორი იყო, მოგვიანებით კი Mercedes-AMG-სთან თანამშრომლობდა. 

ფოტო: Tommy Hilfiger