ჯინსი ყოველ წელს, უცვლელად იკავებს თავის ადგილს მოდაში. წელს კი, Levi's-მა ახალი კოლექცია წარადგინა - უფრო მსუბუქი, ელასტიკური ჯინსის და სელის ტილოს (ლინენის) ნაზავი, რომელიც არა მხოლოდ სტილს, არამედ კომფორტსაც უზრუნველყოფს. ამ ბლოგში Levi's Linen + Denim 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაზე მოგითხრობთ.
ინოვაცია კომფორტისთვის
უკანასკნელ კოლექციაში Levi's-მა კლასიკური მიდგომა, თანამედროვე ტექნოლოგიებთან გააერთიანა და ზაფხულის გარდერობში - ჯინსის შენარჩუნება გაამარტივა. კოლექცია მოიცავს როგორც მამაკაცის, ისე ქალის ფავორიტ მოდელებს - შორტებს, შარვლებს, ზედებს და კომბინეზონებსაც კი. ტილო უკვე დიდი ხანია ზაფხულის მთავარი მატერიაა - სელის ძაფების მსუბუქი ტექსტურა და ბუნებრივი ბოჭკოები, უკეთესი ჰაერგამტარობით გამოირჩევა. რაც მეტი აირი მოძრაობს, მით ნაკლებია სიცხის შეგრძნება, სწორედ ამიტომაც არის ტილო ასეთი პოპულარული ცხელ დღეებში.
Levi's Linen + Denim გვთავაზობს ახალ შესაძლებლობას ჩავიცვათ ჯინსი მაშინაც კი, როცა ტემპერატურა რეკორდს აჭარბებს. ეს მხოლოდ კომფორტზე არაა - ვიზუალური ეფექტიც განსხვავებულია: ტექსტურა და დაცემა უფრო რბილია, ხოლო ქსოვილის ზედაპირი კი უფრო ბუნებრივი.
კლასიკური ვესტერნი შარვალ-კოსტიუმი მუქ და ხელოვნურად გახუნებული ინდიგოს ფერებში
ვესტი 90-იანებიდან შთაგონებული დეტალებით
'ბეგი' (Baggy) სტილის მრავალფეროვანი შარვლები
მაღალწელიანი და ვინტაჟური სტილის მოდელები
მამაკაცებისთვის კოლექციაში სხვადასხვა ნაცნობ მოდელს შეხვდებით:
502 Taper
512 Slim Taper
511 Slim
555 Relaxed Straight
568 Loose Straight
Levi's ის პირველი მაღაზიაა, რომლითაც დრესაპ ჯგუფის ისტორია 30 წლის წინ დაიწყო.
Dressup უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ქართულ ბაზარზე შემოტანას და Levi's-ის ეს ახალი კოლექციაც უკვე ხელმისაწვდომია მათ მაღაზიებში მთელი საქართველოს მასშტაბით.
გამოცადეთ ლინენის მაგიური სიგრილე და გახსოვდეთ, ტემპერატურა აღარ არის დაბრკოლება! ეწვიეთ Levi's-ის მაღაზიებს, შეარჩიეთ ფავორიტი მოდელი და იფიქრეთ, რომელ ჩაცმულობას მოუხდება თქვენი მომავალი არჩევანი!
ავტორი: ნიკა "ვარდო" ვარდიაშვილი
დაწერე კომენტარი