Saint Laurent 2025 წლის ზაფხულის კამპანიის ფარგლებში იტალიელი ხელოვანის, ფრანჩესკო კლემენტეს მიერ შექმნილ ახალი ნახატებისა და პორტრეტების სერიას აქვეყნებს, რომელიც აკვარელითა და პასტელით შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს და წარმოადგენს ფრანგული მოდის სახლის მუზებსა და მოდელებს - ზოე კრავიცს, იზაბელა ფერარის, პენელოპა ტერნესსა და აიუს სამუელს. ნეოექსპრესიონიზმის სტილისთვის დამახასიათებელი ნამუშევრები ფოკუსირებულია ფემინურობაზე და თავდაჯერებული ქალის სილუეტების ასახვაზე.
ნამუშევრები Saint Laurent-ის შემოქმედებით ხელმძღვანელთან - ენტონი ვაკარელოსთან თანამშრომლობით შეიქმნა. მოდის სახლის კრეატიული დირექტორი ხშირად თანამშრომლობს მხატვრებთან და ხელოვნებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს - ‘’მე პირველად აღმოვაჩინე კლემენტეს ნამუშევრები 1990-იან წლებში, წარმომედგინა, რომ ჩემი კოლექცია გამოსახული იქნებოდა მის მიერ ფერების პოეტური გამოყენებით’’. მოდისა და ხელოვნების ერთიანობით Saint Laurent-ის 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ახალ ფორმას იღებს და ვაკარელოს სამოსსა და აქსესუარებს კლემენტე დამახასიათებელი ხელწერით ტილოზე გამოსახავს.
ფოტო: Saint Laurent
დაწერე კომენტარი