ფრანგული მოდის სახლის - Saint Laurent-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ენტონი ვაკარელომ ახალი, საშემოდგომო კოლექცია წარადგინა, რომლის კამპანია ფოტოგრაფმა გრეი სორენტისმა გადაიღო.
კამპანიაში ბრენდის სახე, მოდელი ბელა ჰადიდი მონაწილეობს, მასთან ერთად არიან მსახიობი დომინიკ სესა, იაპონელი მოდელი, მსახიობი და მომღერალი კიკო მიზუჰარა და ჩინელი მოდელი ლუ ვენი.
ახალ კოლექციაში გამჭვირვალე ქვედაბოლოები და მაისურები, ტყავის სამოსი და ბეწვის ქურთუკებია წარმოდგენილი, რომელთაც სხვადასხვა, მასიური აქსესუარები ამშვენებს. სამოსი ძირითადად შავ, კრემისფერ და ყავისფერ ფერებშია გადაწყვეტილი.
საშემოდგომო კოლექციის ერთ-ერთი მთავარი და გამორჩეული ნაწილია ახალი Le 5 à 7 Hob-ს ჩანთა, რომელიც თანამედროვე დიზაინსა და ბრენდის ვინტაჟურ, მარადიულ სტილს აერთიანებს, კამპანიაში ახალ ჩანთას ბელა ჰადიდი წარადგენს.
ფოტოს წყარო: Saint Laurent
დაწერე კომენტარი