Saint Laurent-მა ენტონი ვაკარელოს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით 2024 წლის ზამთრის კოლექცია წარადგინა, Juergen Teller-ის მიერ გადაღებულ კამპანიაში, რომელიც ფოტოებსა და ვიდეორგოლს აერთიანებს, ქეით მოსი, შარლოტა რემპლინგი და ანია რუბიკი მონაწილეობენ.

კამპანიის მონაწილეები მოდის სახლის და ვაკარელოს უცვლელი მუზები არიან, ისევე როგორც ქეით მოსი, ანია რუბიკიც დიზაინერის საყვარელი ტოპ მოდელია, რომელიც ხშირად ჩნდება Saint Laurent-ის კამპანიებში, ასევე მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს შარლოტა რემპლინგთანაც, რომელიც გადაღებულია გასპარ ნოეს მოკლემეტრაჟიან ფილმში ივ სენ ლორანის შესახებ.

IMG_5123.jpeg 333.23 KB

ენტონი ვაკარელოს შემოქმედებითი ხედვა და ესთეტიკა გამოირჩევა Saint Laurent-ის მემკვიდრეობის, მარადიული ელეგანტურობის გამოხატვით და მისი თანამედროვე ინტერპრეტაციებით. ახალ კოლექციაშია ვაკარელოს ერთ-ერთი საყვარელი და განმეორებადი - გამჭირვალე სამოსი, დიზაინერი თავის კოლექციაში ხშირად იყენებს გამჭირვალე ქსოვილებს და შექმნილი სამოსით ძლიერ, გაბედულ და თავდაჯერებულ ქალებს წარმოადგენს.

ახალი კოლექცია აქცენტს აკეთებს მინიმალისტურ დიზაინზე და წარმოდგენილია ნაცრისფერი, კრემისფერი, ყავისფერი და შავი. გამჭირვალე მაისურებთან და ქვედაბოლოებთან ერთად ვხვდებით ბეწვის ქურთუკებს, მორგებულ პიჯაკებსა და შარვლებს, ტყავის მოსაცმელებს და მასიურ აქსესუარებს, განსაკუთრებული აქცენტით საყურეებზე. ახალ კოლექციაში ასევე წარმოდგენილია სახლის ცნობილი ჩანთები - Sac De Jour, Le 37, Voltaire და Le 5 A 7 hobo.


ფოტოს წყარო: Saint Laurent