Jacquemus მუდმივად გამოირჩევა ჩვენებებისა და კამპანიების განსხვავებული და ორიგინალური ადგილებითა და სხვადასხვა კულტურის გაერთიანებით. ფრანგული მოდის სახლი სიმონ პორტე ჟაკმუსის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით ახალი კოლექციის - La Croisière-ის კამპანიას ეგვიპტიდან გვიზიარებს. უდაბნოს ქვიშაში, გიზას პირამიდისა და ნილოსის ფონზე კამპანია ეგვიპტელმა ფოტოგრაფმა და რეჟისორმა მოჰამედ შერიფმა გადაიღო და მოდელები - ანჯელინა კენდალი და მოჰამედ ჰასანი აღბეჭდა.
კამპანია ხაზს უსვამს Jacquemus-ის დამახასიათებელ ხელწერასა და კინემატოგრაფიულ ხასიათს, ინოვაციურ მიდგომებსა და თანამედროვე ხედვას. კოლექციაში ვხვდებით The Croisière, Salon და Agave კაბებს, კლასიკურ შარვლებსა და პერანგებს, მოსაცმელებსა და მაისურებს, დახვეწილ სილუეტებს და კონტრასტულ ფერებს, მათ შორის - თეთრს, წითელს, შავს და რამდენიმე პრინტით გაფორმებულ დიზაინს. ასევე, კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილია ჩანთები - The Bambola,The Salon, The Turismo და სხვა მოდელები. La Croisière კოლექცია ფრანგული ელეგანტურობის, მინიმალიზმისა და თანამედროვე სტილის შერწყმას წარმოადგენს. კოლექციის ჩვენება წელს პარიზში, არქიტექტორ ოგიუსტ პერეს 1929 წლის სახლში გაიმართა.
ფოტო: Jacquemus
დაწერე კომენტარი