Jacquemus-მა პარიზში ახალი ოფისი გახსნა, რომლის არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინზე ცნობილმა კომპანია OMA-მ იმუშავა, მათი პროექტები და დიზაინი ასოცირდება ინოვაციასთან, ფუნქციონალურობასა და ესთეტიკასთან. Jacquemus-ის ახალი ოფისი ნეიტრალურ და ღია ფერებშია გადაწყვეტილი, მინიმალისტურ დიზაინს საგულდაგულოდ შერჩეულ ხელოვანთა მრავალფეროვანი ნამუშევრები ამშვენებს, რაც სივრცეს უნიკალურს ხდის.

IMG_6989.png 1.01 MB
 

ოფისში არაერთი მსოფლიო არტისტის ნამუშევარია წარმოდგენილი, მათ შორის Aristide Maillol-ის, ფრანგი მოქანდაკის, რომელიც ცნობილია ქალის ფიგურების ქანდაკებებით, დევიდ ჰოკნის, ცნობილი ბრიტანელი არტისტის, რომელიც გამოირჩევა თავისი შემოქმედებით ფერწერაში, გრაფიკასა და ფოტოგრაფიაში. 

შეხვდებით ასევე ამედეო მოდილიანის, ჟან მიშელ ფრანკის, იოზეფ ჰოფმანის, სერაფინ ლუის, Peter Schlesinger-ის, Louis Fratino-ს, იოზეფ ჰოფმანის, Marc du Plantier-ის, კარლ ლაფერფილდის, Robert Couturier-ის და სხვების ნამუშევრებს. 

ახალი ოფისის ფოტოები, რომელიც ფოტოგრაფ Bea De Giacomo-ს ეკუთვნის, Jacquemus-მა ცოტა ხნის წინ ბრენდის ოფიციალურ ინსტაგრამგვერდზე გამოაქვეყნა.

ფოტოების წყარო: Jacquemus