Jacquemus-მა საახალწლო სამზადისი ჯერ კიდევ წინა თვეს ქენდალ ჯენერის მონაწილეობით გავრცელებული საშობაო კამპანიით დაიწყო. ამჯერად ბრენდის კიდევ ერთი სიახლე საფრანგეთის ალპურ რეგიონში, პირველ სამთო ბუტიკ-მაღაზიის გახსნას უკავშირდება. Courchevel-ში, საფრანგეთის ალპურ სამთო-სათხილამურო კურორტზე ახლად გახსნილი სივრცე Avenue Montaigne-ზე არსებული მაღაზიის პარიზულ ესთეტიკას ეხმიანება. მაღაზიის ინტერიერის დიზაინი მინიმალიზმთან ერთად, ლოკაციასა და მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებულ სეზონურ დეკორაციებსაც აერთიანებს.
ფოტო: Jacquemus
დაწერე კომენტარი