Burberry-მ სპეციალური საფესტივალო კამპანია წარადგინა, რომელშიც სხვადასხვა თაობისა და ჟანრის შემსრულებლები მონაწილეობენ, კამპანია თავისი ესთეტიკითა და სტილით ეხმიანება ბრიტანულ მუსიკალურ ფესტივალებს. დენიელ ლის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, კიმ გერიგის რეჟისორობით და დრიუ ვიკერსის ობიექტივით გადაღებული კამპანია აერთიანებს ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან Oasis-ის ლიამ გალაგერი, დიჯეი Goldie და კორეელი მომღერალი Seungmin. კამპანიაში ასევე ვხვდებით მოდელებს - კარა დელევინსა და ალექსა ჩანგს. გმირებმა Burberry-ის ტრადიციულ მოტივებზე შექმნილი ფესტივალისთვის გამოსადეგი სამოსი და ნივთები მოირგეს. 

კამპანიის ვიზუალი კარგად ასახავს ბრიტანული ფესტივალის გარემოს და მის ენერგიას - ფერადი კარვებით და ხალხმრავალი სივრცეებით. ფესტივალის ესთეტიკის შესაბამისად, მოდელებმა წვიმიანი ამინდისთვის შესაფერისი რეზინის ჩექმები, თრენჩის მოსაცმელები, დიდი ზომის მაისურები და შორტები მოირგეს. „წარმოიდგინეთ კამპანია, როგორც კოლაჟი - ის შედგება გულწრფელი მომენტებისგან, გულშემატკივრებისგან, შემსრულებლებისა და იმ ყველაფრისგან, რაც მათ ერთმანეთთან აკავშირებთ.“ - აღნიშნავს დენიელ ლი. 


ფოტო: Burberry