Saint Laurent ენტონი ვაკარელოს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით გადაღებულ 2025 წლის Pre-Fall კოლექციის კამპანიას აქვეყნებს, რომლის ერთ-ერთი სახე მატილდა გვარლიანია. კამპანია ფრანგული მოდის სახლისა და ქართველი მოდელის სადებიუტო თანამშრომლობაა. კოლექციის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში  გაიმართა.  კამპანია როგორც 1966 წლის დროინდელი ბრენდის მნიშვნელოვანი მომენტის - Yves Saint Laurent-ის Rive Gauche ხაზის დებიუტით, ისე ფრანგი მომღერლის, ფრანსუაზ ჰარდის დასამახსოვრებელი სტილით არის შთაგონებული და ფრანგულ დახვეწილობას, ბრენდის მარადიულ სტილსა და ვაკარელოს ხედვას აერთიანებს.

97869002-3ae6-44e7-884f-48bd5e39d6b9.jpeg 409.04 KB
მოდის სახლის უცვლელ ხელწერას ენტონი ვაკარელო თავის კოლექციებში ახალი ინტერპრეტაციებით, თანამედროვე ელემენტებით თარგმნის და შედეგად, დახვეწილ, ელეგანტურ და ინდივიდუალურ სტილს გვთავაზობს, რომელიც ტრადიციებისა და თანამედროვეობის სინთეზია. Saint Laurent-ის Pre-Fall კოლექციის ნაწილია კუბოკრული პიჯაკები, მოსაცმელები და პერანგები, სხვადასხვა სიგრძის აბრეშუმის ქვედაბოლოები, ტექსტურების მრავალფეროვნება - როგორც ხავერდოვანი და ნაქარგი, ისე ტყავით, ბეწვითა და გამჭვირვალე ქსოვილებით შექმნილი სამოსი.


ფოტოს წყარო: Saint Laurent