ქართულმა მოდის სახლმა Situationist-მა, დიზაინერ ირაკლი რუსაძის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კამპანია წარადგინა, რომლის სახე მატილდა გვარლიანია. კამპანიის ფარგლებში მოდელი ფოტოგრაფმა დავით გიორგაძემ გადაიღო, რომელსაც ბრენდის არაერთი კამპანიის გადაღება უკავშირდება.
მატილდა გვარლიანმა ბრენდის ახალი, კონტრასტული კოლექციიდან კლასიკური ორეულები, ბეწვის მოსაცმელები, ტყავის სამოსი, ტექსტურების კომბინაციებით და ორიგინალური ფორმებით შექმნილი ლუქები მოირგო. Situationist-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება წელს პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელზეც ბევრი ქართველი მოდელი მონაწილეობდა.
ფოტო: დავით გიორგაძე
დაწერე კომენტარი