ამერიკელი მსახიობი ჯერემი ალენი Louis Vuitton-ის ამბასადორი და ბრენდის ახალი სახეა, ფრანგული მოდის სახლი მათი თანამშრომლობისადმი მიძღვნილ პირველ კამპანიას აქვეყნებს. ახალი კამპანიის ფოტოები და ვიდეორგოლი ნიუ-იორკის ქუჩებში, მაღალსართულიანი შენობის სახურავსა და სტუდიაშია გადაღებული. ალენმა ლურჯი პერანგი და შარვალი მოირგო ბრენდის მონოგრამული დიზაინის ჩანთებთან ერთად.

IMG_2491.jpeg 366.99 KB
ჯერემი ალენისა და Louis Vuitton-ის თანამშრომლობა SAG Awards-ზე დაიწყო და Met Gala-ს ღონისძიებაზე “Superfine: Tailoring Black Style”-ზე გაგრძელდა, ორივე საღამოს ალენს ფრანგული ბრენდის სამოსი ეცვა. „ჩვენ მზად ვართ ერთად შევქმნათ ახალი ტალღა, რომელიც ხელახლა განსაზღვრავს მარადიულ სტილს. ჯერემის აქვს თავდაჯერებულობა და ავთენტურობა, რომლის გაყალბებაც შეუძლებელია", - აღნიშნა ბრენდის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ფარელ უილიამსმა.


ფოტო:  Louis Vuitton