Louis Vuitton-მა ახალი სეზონური მაღაზია იტალიის, ზღვისპირა საკურორტო ქალაქ პორტოფინოში გახსნა, სადაც წარმოდგენილია სახლის ახალი LV By the Pool საზაფხულო კოლექცია, ქალისა და მამაკაცის შერჩეული სამოსი და აქსესუარები. პორტოფინოს დამახასიათებელი ესთეტიკის ფერად ნაგებობაში Louis Vuitton მრავალფეროვანი კოლექციით, ზაფხულის განმავლობაში ვიზიტორებს როგორც შერჩეულ საათებში, ისე წინასწარი ჯავშნებით მასპინძლობს.

ფრანგული მოდის სახლი გამორჩეული კამპანიებითა და კოლექციებით ხშირად ასოცირდება მოგზაურობასთან. გარდა პორტოფინოსი, წელს Louis Vuitton-ის სეზონურ მაღაზიებს სხვადასხვა საკურორტო ქალაქში შეხვდებით, მათ შორის -  კაპრიზე, მიკონოსსა და სან-ტროპეს ფრანგულ რივიერაზე. 

ასევე, მიმდინარე ზაფხულს ბრენდმა ტაორმინაში წარმოდგენილი მაღაზიის ზედა სართულზე Le Bar Louis Vuitton გახსნა, პატარა ბარი ხმელთაშუა ზღვის ხედებით, თეთრი და ლურჯი ფერის ინტერიერით, ადგილობრივი კერძებითა და საფირმო კოქტეილებით. 

Louis Vuitton-ის ყველა სეზონურ მაღაზიაში წელს LV By the Pool კოლექციაა წარმოდგენილი, რომელიც შთაგონებულია ეგზოტიკური მოგზაურობით და აერთიანებს ზაფხულის ცხელი დღეებისთვის შექმნილ ფერად სამოსს, საცურაო კოსტიუმებს, აქსესუარებს, ჩანთებსა და ფეხსაცმელებს, ნათელი ფერებითა და ყვავილოვანი პრინტებით.


ფოტოს წყარო: Louis Vuitton