Louis Vuitton-მა ახალი Cruise 2025 კოლექცია წარადგინა, რომლის ჩვენება ბარსელონაში, Park Güell-ში გაიმართა, რომელიც ლეგენდარულმა არქიტექტორმა ანტონიო გაუდიმ 1900-1914 წლებში შექმნა და დღესდღეობით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ჩვენებაზე მონაწილეობა მიიღო ქართველმა მოდელმა - მატილდა გვარლიანმა.
მოდის სახლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა - ნიკოლა გესკიერმა თავის საფირმო სტილსა და ხელწერას ესპანური ელფერი შემატა და ახალ კოლექციაში, ავანგარდული სტილის დახვეწილი სილუეტები წარმოადგინა, ტრადიციული ესპანური Cordovan სტილის ქუდებით, მოქარგული კაბებით, მრავალფეროვანი ტექსტურებითა და პრინტებით, ტყავის ჩექმებითა და ფუტურისტული მზის სათვალეებით.
ჩვენებას ესწრებოდნენ Louis Vuitton-ის ამბასადორები - სოფი ტერნერი, ლეა სეიდუ, ანა დე არმასი, ჯეიდენ სმიტი, ნაომი ოსაკა, ფიბი დინევორი და სინთია ერივო.
ფოტოს წყარო: Louis Vuitton
დაწერე კომენტარი