ფარელ უილიამსის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, ფრანგული მოდის სახლი Louis Vuitton ახალ კამპანიას წარმოადგენს, რომელიც ოთხფეხა მეგობრებს ეძღვნებათ. კოსმოპოლიტური კულტურით შთაგონებული სამოსი და აქსესუარები მამაკაცის გაზაფხული-ზაფხულის 2025 წლის პრეკოლექციაა და იკვლევს სტილის არქეტიპებს პარიზიდან ნიუ-იორკამდე.

ახალი კამპანია ხაზს უსვამს ოთხფეხა მეგობრების საყვარელ აქტივობებს - ყოველდღიურ სეირნობასა და პარკში გატარებულ დღეებს. კოლექცია აერთიანებს ისეთ სამოსს, როგორიცაა სპორტული ორეულები, ქაშმირის მაისურები, სხვადასხვა პრინტით გაფორმებული ქურთუკები, მოსაცმელები და თრენჩები. კოლექციაში წარმოდგენილია სახლის კლასიკური Keepall ჩანთებისა და ზურგჩანთების ახალი ინტერპრეტაციები, ვხვდებით თემატიკის მიხედვით შექმნილ ტყავის ჩანთას, სახელწოდებით Pooch Bag, რომელსაც ფრანგული ბულდოგის გამოსახულების ფორმა აქვს. 

Louis Vuitton-ის ახალი კოლექციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი აქსესუარებია - სათვალეები, შარფები, ქამრები, ჩანთებისა და გასაღების საკიდები. ფრანგულმა მოდის სახლმა ოთხფეხა მეგობრებისთვის ქუდები, წყალგამძლე მოსაცმელები, სხვადასხვა სტილისა და ფერის საყელურები, მონოგრამული დიზაინის საკვებისა და სასმელის თეფშები შექმნა. 



ფოტოს წყარო: Louis Vuitton