მოდა, ბუნება, ზაფხულის ესთეტიკა, სეზონთან დაკავშირებული განწყობა და ემოციები - იტალიური მოდის სახლი Gucci Lido კამპანიას აქვეყნებს, რომელშიც დეიზი ედგარ-ჯონსი, ალიოჩა შნაიდერი და დევიდ ჯონსონი მონაწილეობენ. ფოტოგრაფ ჯიმ გოლდბერგის კინემატოგრაფიული ხედვით და რიკარდო ზანოლას ხელმძღვანელობით გადაღებული კამპანია ხმელთაშუა ზღვის და სანაპიროსთან მდებარე ვილას ყვავილოვან ბაღშია გადაღებული. Gucci Lido იტალიური რივიერას ცხოვრების წესს ასახავს და შთაგონებულია „ლიდოებით’’ გაფორმებული სანაპიროებით. 

ჯიმ გოლდბერგის ფოტოგრაფიის მთავარი მახასიათებელი გამოსახულებებისა და ტექსტის ერთიანობაა, მისი ხელწერა Gucci Lido-ს კამპანიაშიც უცვლელია და თითოეულ ფოტოს სხვადასხვა ფრაზა აფორმებს. ისინი მეგობრების შეხვედრებს, თავგადასავლებს, თავისუფალ და მშვიდ ატმოსფეროს უსვამს ხაზს. Gucci Lido-ს კოლექცია მოიცავს ქალისა და მამაკაცის სამოსსა და აქსესუარებს, რომლებიც შექმნილია ბუნებრივი, სეზონის შესაფერისი მასალებით, მაგალითად, რაფიისა და ტილოს ქსოვილებით. კოლექციის ნაწილია საზაფხულო სტილით ინტერპრეტირებული Gucci Softbit, GG Marmont და Bamboo 1947 ჩანთები, ასევე ახალი Gigi ლოფერები, Gucci Eyewear სათვალეები, GG Monogram ჯინსები, ბრენდის საკულტო Flora მოტივები და Interlocking G სამკაულები.


ფოტოს წყარო: Gucci