Marni ახალ კოლექციას და მისდამი მიძღვნილ კამპანიას - Summer Call-ს აქვეყნებს, რომელიც ზაფხულის ყოველდღიურ მომენტებს აღბეჭდავს და წარმოადგენს სეზონურ კოლექციას, ყველაფერს ზაფხულისთვის - სანაპირო ლუქებიდან და აქსესუარებიდან დაწყებული, საღამოს გამოსასვლელი სამოსით დამთავრებული. კამპანია გარე საცურაო აუზზე, სეზონისთვის შესაფერისი ესთეტიკით, ფოტოგრაფმა Sergio Cattivelli-მ გადაიღო. შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ Marni-ს ახალ შემოქმედებით ხელმძღვანელად ბელგიელი დიზაინერი Meryll Rogge დაინიშნა, რომელმაც შეცვალა ფრანჩესკო რისო, დიზაინერი იტალიურ ბრენდს სათავეში თითქმის ათი წლის განმავლობაში ედგა. 

Summer Call კოლექცია მსუბუქ ქსოვილებზე, ნაქარგებზე, საზაფხულო მოტივებსა და მრავალფეროვან პრინტებზე აკეთებს აქცენტს. მისი ნაწილია პოპლინის კაბები და ორეულები, გრილი პერანგები და მაისურები, რომლებიც ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი და მას სხვადასხვა პრინტი, მათ შორის ყვავილოვანი - ვარდების გამოსახულებები აფორმებს. ვხვდებით ერთმანეთისგან განსხვავებული სტილის მზის სათვალეებს, საზაფხულო ფეხსაცმელებს და მრავალფეროვან ჩანთებს, მათ შორის - რაფიას მოდელებს სანაპიროსთვის და უფრო მეტად გამოსასვლელ, ტყავის ჩანთებს სხვადასხვა ფერში.

ფოტო: Marni