ხმელთაშუა ზღვის გულში, იტალიის სანაპიროზე, უნიკალური სილამაზის ბუნების, მდიდარი ისტორიისა და გამორჩეული არქიტექტურის კუნძული კაპრი მდებარეობს, რომელიც 1950-იანი წლებიდან დღემდე საზაფხულო დასვენებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო და მოთხოვნად ადგილად მიიჩნევა. წლების განმავლობაში კაპრი თავისი სილამაზით იზიდავდა ხალხს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, იქნებოდნენ ეს სამეფო ოჯახის წევრები, ჰოლივუდის ვარსკვლავები თუ სხვა ცნობადი სახეები. 

IMG_0889.png 4.23 MB
ათწლეულების განმავლობაში იტალიის კუნძული იყო არაერთი ხელოვანის შთაგონების წყარო, იტალიის სანაპირო ცხოვრების ამსახველი კუნძული თავისი დამახასიათებელი ტერასებიდან დაწყებული ლურჯი ზღვითა და სანაპიროებით დამთავრებული აღბეჭდილია ვინტაჟურ ფოტოებზე, რომლებიც 1950-იანი წლებიდან 1980-იან წლებამდე პერიოდს აერთიანებს და კარგად გადმოსცემს კაპრის საზაფხულო ესთეტიკას.
IMG_0879.png 1.18 MB
წყვილი საზაფხულო შვებულების დროს კაპრიში, კაპრის ყურისა და ზღვის ხედზე, 1949 წელი
IMG_0880.png 1.85 MB
დამსვენებლები კაპრის ყვავილოვან ტერასაზე, 1949 წელი
IMG_0881.png 1.28 MB
სტუმრებით სავსე კაფეს ტერასა, 1949 წელი
IMG_0882.png 875.45 KB
კარა ვუჩინო და მარინა რავა, 1958 წელი
IMG_0883.png 700.19 KB
ემილიო პუჩი და მისი მეუღლე კრისტინა ნანინი, კაპრიში სადილობის დროს, 1959 წელი
IMG_0884.png 1.16 MB
ბრიჯიტ ბარდო კაპრის ქუჩებში სეირნობისას, 1963 წელი
IMG_0885.png 1.71 MB
ლი რაძივილი და ჯეკი ონასისი კაპრის ქუჩებში, 1970 წლის აგვისტო
IMG_0886.png 1.44 MB
Catherine Wilke სასტუმრო Punta Tragara-ს აუზზე, 1980-იანი წლები
IMG_0887.png 916.79 KB
მსახიობი დომიზიანა ჯორდანო, მწერალი ფრანჩესკა სანვიტალე, დინო ტრაპეტი და უმბერტო ტერელი, კაპრიში ტერასაზე, 1980 წელი
IMG_0888.png 1004.15 KB
პიცოლუნგოს კლდეებზე აშენებული Il Canille ტერასა, 1980 წელი


ფოტოს წყარო: Vogue