თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ZEG Storytelling Festival - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი - თბილისში მეექვსედ გაიმართება. წლევანდელი ფესტივალი 19-21 ივნისს ჩატარდება და ტრადიციულად გააერთიანებს კომპლექსური თემების განხილვას და პანელურ დისკუსიებს, საინსპირაციო აქტივობებს, პერფორმანსებს, ვორქშოფებს, ფილმების ჩვენებებს, შემეცნებით ტურებსა და სხვა საინტერესო ღონისძიებებს. სხვადასხვა სფეროსა და ინდუსტრიის წარმომადგენელი პროფესიონალი სპიკერები, ამბის მთხრობელები, მოაზროვნეები და შემოქმედები წელსაც მათი შთამაგონებელი ამბებისა და გამოცდილების შესახებ მოგვიყვებიან. ფესტივალის ბილეთებზე თიბისი კონცეპტის ნებისმიერი სადებეტო ბარათით გადახდისას 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ZEG მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტ მომხსენებელს უმასპინძლებს - სპიკერების რაოდენობა, ინდუსტრიებისა და ამბების მრავალფეროვნება ფესტივალს ნებისმიერი ადამიანისთვის ერთნაირად საინტერესოს ხდის. ZEG Storytelling Festival-ის ფარგლებში, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ სპიკერებთან ერთად, ახალ მთხრობელებსაც მოვუსმენთ, რომლებიც შთამაგონებელ ამბებს და გადმოცემის თავიანთ უნიკალურ და საინტერესო ხერხებს გაგვიზიარებენ. Hammock Magazine გაგაცნობთ იმ სპიკერებს, რომელთა გამოსვლაც არ უნდა გამოტოვოთ ZEG ფესტივალზე.
IMG_3362.JPG506.4 KBწლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული სტუმარია ვიეტ თან ნგუენი - პულიცერის პრემიის ლაურეატი მწერალი, ავტორი წიგნისა ‘’The Sympathizer’’, რომლის ნაშრომები იკვლევს ომის, მიგრაციის, იძულებითი გადაადგილების, მეხსიერებისა და იდენტობის თემებს. IMG_3363.JPG294.78 KBდევიდ ბელტი ნოვატორი, მეწარმე დეველოპერია, რომელმაც თავისი პლატფორმა Newlab-ით ბრუკლინის ისტორიული გემთსაშენის საწყობი ტექნოლოგიურ ჰაბად აქცია. ბელტის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ვენეციის ბიენალესა და MoMA-ზე, თავად კი ნიუ-იორკის ტექნოლოგიური სფეროს ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. IMG_3364.JPG327.76 KBკარენ ჰაო ცნობილი ჟურნალისტია, რომლის წიგნი ‘’Empire of AI’’ New York Times-ის ბესტსელერი გახდა. ის BBC-ის პოდკასტის - “The Interface”-ის თანაწამყვანია, წერს The Atlantic-ისა და More Perfect Union-ისთვის და თანაავტორია პულიცერის ცენტრის პროგრამისა, რომელმაც მსოფლიოში ათასობით ჟურნალისტი მოამზადა ხელოვნური ინტელექტის გაშუქებაში.IMG_3365.JPG1.01 MBZEG Festival-ს კიდევ ერთხელ ეწვევა ვიეტნამელ-ამერიკელი, Emmy-ზე ნომინირებული კინორეჟისორი Bao Nguyen. მისი ფილმი “Be Water”, რომელიც ბრიუს ლის ცხოვრებასა და მოგზაურობას ეხება, ESPN-ის ყველა დროის ყველაზე ყურებად 30 ფილმს შორის მოხვდა. Bao Nguyen-ის უახლესი ფილმის, ‘’The Stringer“-ის პრემიერა 2025 წლის Sundance-ის კინოფესტივალზე შედგა და Netflix-ზე გამოჩნდა. IMG_3366.JPG880.71 KBჯეფ დაიერი არის ცნობილი ბრიტანელი მწერალი, რომლის წიგნებიც 26 ენაზე ითარგმნა. ჯეფი არის როგორც ლიტერატურის სამეფო საზოგადოების, ისე ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი. მის ნამუშევრებს შორისაა “Jeff in Venice,” “Yoga For People Who Can't Be Bothered To Do It,” და “TheLast Days of Roger Federer: And Other Endings”.IMG_3367.JPG439.93 KBწლევანდელ ფესტივალზე ქართველი მუსიკოსი Kordz დედასთან, თამრიკო კორძაიასთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ალბომს, სახელწოდებით ‘’Find Me‘’, რომელიც მათი ახალი ერთობლივი პროექტია. ალბომის კომპოზიციები თავდაპირველად ფილმისთვის დაიწერა, თუმცა საბოლოოდ დამოუკიდებელი რელიზის სახით გამოიცა. IMG_3368.JPG734.67 KBZEG Festival-ზე არაერთ ქართველ მომხსენებელს შეხვდებით, რომლებიც სხვადასხვა თემაზე ისაუბრებენ, იქნება ეს ტექნოლოგიები, კინო, განათლება თუ ადამიანის უფლებები. ქართველ სპიკერებს შორის არიან რუსუდან გოცირიძე, სიმონ ჯანაშია, ნანა დიხამინჯია, ელენე მიქაბერიძე; მწერლები და წიგნის ინდუსტრიის წარმომადგენლები - ივა ფეზუაშვილი, თამთა მელაშვილი, პაატა შამუგია, ნატაშა ლომოური, თინა მამულაშვილი და ნატალია ალხაზიშვილი.
დაწერე კომენტარი