აღმოჩენა ყოველთვის მხოლოდ ახალი ადგილის ნახვას არ ნიშნავს. ზოგჯერ გზა იმ ისტორიებამდე მიგიყვანს, რომლებიც უკვე არსებობდა - თუმცა მათი მნიშვნელობის თავიდან აღმოჩენა და გაცოცხლება სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული. სწორედ ამ იდეას დაეფუძნა „ჯი-თი მოტორსის“ წლევანდელი Defender Experience.

fe15a4f5-1e19-4288-9877-a8fa8cc5385a.jpeg 704.56 KB
4 სექტემბერს თბილისიდან 150 DEFENDER-მა თრუსოს ხეობისკენ აიღო გეზი. რთული რელიეფი, მთის გზები და კავკასიონის ლანდშაფტი ის გარემოა, სადაც DEFENDER-ის ფილოსოფია ბუნებრივად იკითხება - შესაძლებლობა - მიხვიდე იქ, სადაც ჩვეულებრივი გზა მთავრდება და აღმოჩენა იწყება. თუმცა ამჯერად მოგზაურობის მიზანი მხოლოდ ახალი ადგილების მონახულება არ ყოფილა. „ჯი-თი მოტორსის“ მარკეტინგულმა გუნდმა DEFENDER-ისთვის ნაცნობი Explore იდეა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენასა და მის დაცვას დაუკავშირა.
812df627-2201-45d6-a03d-a36bd00b0581.jpeg 651.99 KB
ღონისძიების კონცეფციაზე კრეატიულ სააგენტო Mozaika-ს გუნდმა იმუშავა და შექმნა მარშრუტი, სადაც ბუნებრივი ლანდშაფტი ისტორიულ მეხსიერებას ერწყმოდა. მოგზაურობა აღარ იყო მხოლოდ სვლა - თითოეულ გაჩერებას თავისი ისტორია ჰქონდა.
601ebb73-8f14-49f3-8bf5-d4a5d62ee9fe.jpeg 547.82 KB
ამ ისტორიის მთავარ სიმბოლოდ „ყაზბეგის განძი“ იქცა - არქეოლოგიური გათხრების შედეგად 1877 წელს სტეფანწმინდასთან, ყაზბეგის მიდამოებში რომ აღმოაჩინეს. განძი დაახლოებით 200 უძველეს არტეფაქტს აერთიანებდა. აღმოჩენის მნიშვნელობა მხოლოდ მის სიძველესა და რაოდენობაში როდი მდგომარეობს: ნივთების ნაწილი დროთა განმავლობაში დაიკარგა, ნაწილი კი საქართველოს ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა. შედეგად, „ყაზბეგის განძი“ ერთგვარ ფრაგმენტულ არქივად იქცა - კულტურული მეხსიერების ნაწილებად, რომელთა ისტორია დღესაც გრძელდება.
7d8ba934-fb53-45b7-b361-e9203b5a4d5e.jpeg 682.82 KB
თრუსოს ხეობაში პირველი დღე ოფროუდ გამოცდილებასთან ერთად ეთნოგრაფიულ და გასტრონომიულ თავგადასავლადაც იქცა. მონაწილეებმა ტრადიციული მთიულური ლუდი თავად მოხარშეს და მოხეური ხინკალი მოამზადეს. ეს იყო მოგზაურობის ის ნაწილი, სადაც მემკვიდრეობა უკვე არა არქეოლოგიურ ობიექტში, არამედ ცოცხალ ტრადიციაში იკითხებოდა - რეცეპტებში, ადგილობრივ გემოებსა და ადამიანების მიერ თაობიდან თაობამდე გადაცემულ გამოცდილებაში.
028f54ce-524c-4e93-bb8c-5c76b674c3a4.jpeg 670.09 KB
დღის ბოლოს მონაწილეები ყაზბეგის მთებით გარშემორტყმულ  Rooms Hotel Kazbegi-ის ეზოში შეიკრიბნენ. საღამოს მთავარი თემა ყაზბეგური ლეგენდები და ისტორიები გახდა - იმ ამბების გაზიარება, რომლებიც კონკრეტულ ადგილს უბრალოდ ლოკაციად აღარ ტოვებს და მას მეხსიერების ნაწილად აქცევს.
93162b56-89a6-4709-8b4e-1163795fd971.jpeg 554.8 KB
მეორე დღე კი უფრო ინტროსპექტული აღმოჩნდა. ბუნებასთან კავშირის იდეამ განსხვავებული ფორმები მიიღო: იოგა, ბგერითი თერაპია და ასტროლოგიური ვორქშოპი დღის პროგრამის ნაწილი გახდა. მონაწილეთა ნაწილმა ელიას მთაზე ცხენებით გაისეირნა, საღამო კი გალა ვახშმით დასრულდა.
5be779ad-9e52-4d9d-8d49-df2a359342e8.jpeg 493.97 KB
ეს მრავალფეროვნება Defender Community-ის გამოცდილების გაფართოებასაც ნიშნავდა. ღონისძიება მხოლოდ ავტომობილებისა და ოფროუდის გარშემო აღარ ტრიალებდა - მან სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებისთვის საერთო გამოცდილება შექმნა, რომლის ფოკუსშიც ბუნება, კულტურა, ისტორიული მეხსიერება და ერთმანეთთან ურთიერთობა აღმოჩნდა.
44e3bb63-fd52-42c5-b11f-37cad43b2c77.jpeg 443.84 KB
2008 წლიდან, „ჯი-თი მოტორსი“ საქართველოში JLR-ის (Jaguar, Land Rover) ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია. Defender Experience 2026 SOLO-სა და სადაზღვეო კომპანია ალდაგის პარტნიორობით შედგა. მასში კომპანიის მიერ შექმნილი DEFENDER Community-ს წევრებთან ერთად, Jaguar Land Rover-ის  რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. აღნიშნული ღონისძიება დიდი მოთხოვნისა და მომხმარებელთა დადებითი გამოხმაურების გათვალისწინებით,  უკვე მეოთხედ ტარდება.
fe1f3b07-3ba5-426f-9830-e797cfaeec5e.jpeg 610.14 KB
თუმცა წლევანდელი Defender Experience-ის მთავარი განსხვავება მარშრუტზე მეტად მისი იდეა იყო. თუ DEFENDER-ის მთავარი სიტყვა Explore-ია, ამ შემთხვევაში აღმოჩენას ახალი მნიშვნელობა მიეცა: აღმოაჩინო არა მხოლოდ ის, რაც წინ გელოდება, არამედ ისიც, რაც უკვე არსებობდა და რომლის დავიწყების საფრთხეც არსებობს.
e0a679e1-5d73-4c5f-b0c6-ebfd64a8d445.jpeg 403.4 KB
Defending the Legacy - დეფენდერი ყაზბეგის განძის კვალდაკვალ -  სწორედ მოგზაურობისა და მემკვიდრეობის, აღმოჩენისა და დაცვის კავშირად იქცა. ყაზბეგის გზაზე DEFENDER-მა ამჯერად მხოლოდ რთული რელიეფი კი არ გადალახა, მან ადამიანებს იმ კულტურულ და ისტორიულ შრეებთან მისვლის შესაძლებლობა მისცა, რომლებიც საქართველოს ლანდშაფტის მიღმა, მის მეხსიერებაშია დამალული.