ჰელოუინის დედოფლად წოდებული ჰაიდი კლუმი ყოველწლიურად განსაკუთრებული კოსტიუმებითა და მასშტაბური ტრანსფორმაციებით გვაოცებს. წელს მოდელმა და ტელეწამყვანმა ნიუ-იორკში გამართული ტრადიციული ჰელოუინის წვეულებისთვის საკუთარი ხელის გიგანტურ, ჰიპერრეალისტურ ასლად გარდასახვა გადაწყვიტა.

92ea28c8-26dd-4492-937e-5cba86ca3f25.jpeg 417.13 KB
კულისებს მიღმა გადაღებული კადრები გვიჩვენებს უჩვეულო კოსტიუმის შექმნის პროცესს - როგორ იქცევა კლუმის ხელის ანატომიური ფორმა მასშტაბურ სამგანზომილებიან კონსტრუქციად და როგორ იძენს ის რეალისტურ იერს. კანის ტექსტურის, ფერისა და პროპორციების ზუსტი გამეორება ტრანსფორმაციის მთავარი ვიზუალური ელემენტებია.
eb9da8cf-0658-41ac-b0a6-4ea623be327a.jpeg 472.18 KB
ჰაიდი კლუმისთვის ჰელოუინი დიდი ხანია ჩვეულებრივ კოსტიუმირებულ წვეულებაზე მეტია. მისი ყოველწლიური გარდასახვები გრიმის, პროთეზირების, სკულპტურისა და პერფორმანსის ხელოვნებას აერთიანებს, ხოლო კოსტიუმების შექმნის პროცესი ხშირად ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც საბოლოო შედეგი.