16 ნოემბერს Givenchy-ის მოდის სახლის პირველი პუბლიკაცია Givenchy Catwalk  ოფიციალურად გახდება ხელმისაწვდომი. ალექსანდრ სიმსონისა და ანდრეს კრისტიან მედსენის ავტორობით შექმნილი წიგნი ბრენდის დამფუძნებლის, იუბერ დე ჟივანშის და მისი შემოქმედებითი მემკვიდრეების ინდივიდუალურ ხედვას, სტილსა და Givenchy-ის ძირითად მახასიათებლებზე მათ გავლენაზე გვიყვება. თავად იუბერ დე ჟივანშის 40-წლიანი მმართველობის, ჯონ გალიანოს, ალექსანდრ მაკქუინის, ჯულიენ მაქდონალდსის, რიკარდო ტიშის, კლერ უიათ კელერისა და მეთიუმ მ. უილიამსის ბრენდის სათავეში ყოფნის განმავლობაში მოდის სახლის იდენტობა ბევრჯერ შეიცვალა, ამიტომ პუბლიკაცია თითოეული მათგანის განვითარების, ტრიუმფის, დაცემისა თუ ინოვაციური ხედვის ტექსტებისა და ფოტოსურათების სახით გაცნობის საშუალებას იძლევა. 

Givenchy Catwalk 1952 წლიდან დღემდე ქრონოლოგიურად თითოეული კრეატიული დირექტორის ხელმძღვანელობით შექმნილ HAUTE COUTURE და Ready-to-Wear ჯამში 180 კოლექციას გააერთიანებს, რომლებიც ბრენდის იშვიათ ბალანსს კომერციულ და მაღალ მოდას შორის იდეალურად წარმოაჩენენ. 


ფოტო: Vogue Runway