რობერტ ეგერი The Witch-ის, The Lighthouse-სა და The Northamn-ის რეჟისორი, 7 წლის განმავლობაში ცნობილი გერმანული საშინელებათა ფილმის, Nosferatu-ს ადაპტირებას ცდილობდა. გადაღებების გადადების, მსახიობთა ცვლილებისა და არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, რეჟისორმა ლილი-როუზ დეპის, ემა ქორინისა და ნიკოლას ჰოლტის მონაწილეობით 2023 წლის გაზაფხულზე ფილმის გადაღებები პრაღაში ოფიციალურად დაიწყო. 

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის პირველი კადრები ოფიციალურად გავრცელდა,  სხვადასხვა წყაროს ცნობით, Nosferatu-ს ადაპტირებულ ვერსიას 2024 წლის შობამდე ვერ ვიხილავთ.

IMG_5255.jpg 153.73 KB
1922 წელს ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუს მიერ გადაღებული საშინელებათა ზღაპარი ბრენ სტოკერის ცნობილ ნაწარმოებს, დრაკულას ეფუძნება. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ 2024 წელს ეკრანებზე გამოსულ Nosferatu-ს ადაპტირებულ ვერსიას ორიგინალისაგან განსხვავებით გაცილებით ბნელი სიუჟეტი ექნება. ლილი როუზ დეპისა და ბილ სკარსგარდის მიერ შექმნილი ელენისა და გრაფი ორლოკის პერსონაჟები გოტიკურ ზღაპარს ჰყვებიან, სადაც ტრანსილვანიას იდუმალებით მოცული ვამპირი ახალგაზრდა ქალბატონი სასოწარკვეთით არის შეპყრობილი.


ფოტო: i-D