ესპანელ-არგენტინელმა არტისტმა, ფილიპ პანტონმა საცურაო აუზის ფსკერზე ფართომასშტაბიანი ნამუშევარი შექმნა, რომელიც ჯავეაში, ესპანეთში, ხმელთაშუა ზღვის მზიან კუთხეში, ზღვისპირა სახლში მდებარეობს.
ფერადი მინის მოზაიკა ესპანური ბრენდის, ONIX-ის ათასობით ტესერის (მოზაიკის ქვის) გამოყენებით შეიქმნა, რომლის დიზაინისთვის პანტონმა შვიდი ფერი აარჩია, მათ შორის - ლურჯი, ყვითელი და წითელი ტონები.
,,უსასრულო აუზი’’, ხელოვნების გიგანტური ნამუშევარი, საოცარ კონტრასტს ქმნის თეთრ შენობასთან, რომელიც არქიტექტორ ესტერ სანტოსის მიერ დაპროექტებული საცხოვრებელი სახლია.
პანტონმა მხატვრული პროცესი ციფრული ფაზით დაიწყო, დიზაინის შესაქმნელად რამდენიმე კომპიუტერული პროგრამა გამოიყენა, რომელიც გარდაიქმნება ფიზიკურ ნამუშევრად და კავშირს ქმნის ციფრულსა და ანალოგურ სამყაროებს შორის.
თავისი ფერადი, პიქსელირებული და ციფრული ნამუშევრით, ფილიპ პანტონმა ჩვეულებრივი საცურაო აუზი გამორჩეულ ადგილად აქცია. "უსასრულო აუზი" მუდმივად მოძრაობს, რაც ქმნის კალეიდოსკოპის ოპტიკურ ეფექტს. სინათლის სპექტრის გადაადგილება ფერებზე ახდენს გავლენას და ცისარტყელას აჩენს, რაც თვალისმომჭრელ სანახაობას ქმნის.
პანტონმა განიზრახა შეექმნა ისეთი ეფექტი, რომელიც მანამდე არასდროს ყოფილა საცურაო აუზში - წყალქვეშა დიზაინი, რომელიც ფოკუსირებულია შუქზე.
ფილიპ პანტონი ესპანელ-არგენტინელი მხატვარია, რომელიც ვალენსიაში ცხოვრობს, თუმცა მისი შემოქმედება მთელ მსოფლიოშია ცნობილი. გამოფენებსა და ინსტალაციებს სხვადასხვა ქვეყანაში ქმნის და ფერებისა და გეომეტრიის საოცარი გამოყენება მის ყველა ნამუშევარში კარგად ჩანს, მათ შორის - ,,უსასრულო აუზში’’.
ფოტოების წყარო: Yellow Trace
დაწერე კომენტარი