ბისტრო ფრანგული წარმოშობის პატარა რესტორანია, რომლის კონცეფციაც სახლური, მყუდრო გარემოს შექმნას გულისხმობს და მომხმარებელს სხვადასხვა ტრადიციულ მენიუს სთავაზობს. 

დღესდღეობით თბილისში რამდენიმე გამორჩეულ ბისტროს შეხვდებით, რაც შესაძლებლობას მოგცემთ კომფორტულ გარემოში გემრიელი კერძები დააგემოვნოთ. 


Bistro by Gastronome


Bistro by Gastronome - City Mall-იში დაგხვდებათ, სადაც ავთენტური იტალიური რეცეპტებით მომზადებულ კერძებს მიირთმევთ და უნიკალურ კულინარიულ გამოცდილებას ეზიარებით.

IMG_2960.png 2.11 MB
ღია სამზარეულო საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი კერძის მზადების პროცესს თვალი ვადევნოთ.

უგემრიელესი ნეაპოლიტანური პიცები: ტოსკანური, პეპერონი, მარგარიტა, ოთხი ყველი, ვეგეტარიანული და მრავალი სხვა, პასტების მრავალფეროვანი არჩევანი, რამდენიმე სახეობის ბურგერი და ყველის დაფა. 

IMG_2964.png 2.01 MB
ტოსკანურ პიცას განსაკუთრებულ გემოს აძლევს პროშუტო, რუკოლა და ბუფალო, მოცარელა - ზღვის პროდუქტების პიცა კი მიდიით, კალმარით, კრევეტით, რვაფეხათი და ანჩოუსით მზადდება.
IMG_2965.png 1.96 MB
სახლში დამზადებული ტალიატელე შავი ტრიუფელით - 30-თვიანი დაძველების პარმეზანისა და ტრიუფელის არომატული ნაზავია, თეთრი ღვინის ნოტებითა და პასტით.
IMG_2961.png 1.98 MB
კვერცხისა და ფქვილისგან დამზადებულ რომაული და ტოსკანური სამზარეულოს რჩეულ კერძს - ფეტუჩინს კი ბისტროში სატაცურის, ისპანახის და პარმეზანის არომატით აზავებენ. 


PURINUA BISTRO


PURINUA BISTRO - მეგრული კერძების სამოთხეს ჰქვია. აღმაშენებლის გამზირის 133-ში, “ფურინუაში” ტრადიციული მეგრული სამზარეულოს დაგემოვნებაა შესაძლებელი. 

ბისტროს სახელი - ,,ფურინუა’’ სწორედ მეგრული სიტყვაა და ფრენას ნიშნავს.

IMG_2974.jpeg 496.97 KB
მყუდრო გარემოში ისეთი კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციებს შეხვდებით, როგორიცაა: კუპატი ელარჯთან ერთად, კვარაბია დამწვარი კარაქითა და არაჟნის კრემით, ტაბაკა წითელი აჯიკის სოუსით  და თაშმჯაბით, ხარჩო ღომით, ფხალეული ყვითელი სიმინდის მჭადით და კიდევ მრავალი სხვა.
IMG_2970.jpeg 268.1 KB
მეგრული კერძებს განსაკუთრებულად უხდება ღვინო ოჯალეში, რომლის სამშობლო სამეგრელოა და “ფურინუაში” დაგხვდებათ.  აქვე დააგემოვნებთ დესერტებს - კენკრის ღვეზელს ვარდის მუსით, შოკოლადის ნამცხვარს არაჟნის კრემით და ქართულ ტრადიციურ დესერტ - ფელამუშს.
IMG_2971.jpeg 301.64 KB
სასიამოვნო ინტერიერი სადა და მარტივი შტრიხებითა და ხის ფაქტურებითაა გაფორმებული, რომელიც შუა საუკუნის მოდერნის ტრადიციული გაგრძელებაა. 

,,მეგრულ სამოთხეში” სტუმრობა თავიდან შეგაყვარებთ ტრადიციულ კერძებს და შენარჩუნებული გემოებით შემოგთავაზებთ მეგრული სამზარეულოს თანამედროვე ვერსიას. 


YoYo Japanese Bistro


YoYo Japanese Bistro - გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის 9 ნომერში მდებარე აზიური ბისტროა, რომელიც რესტორატორების გუნდმა - Luminous bar-მა დააარსა.

თქვენთვის აზიურ კერძებს შეფმზარეული ანტონინა სმირნოვა ამზადებს, რომელსაც იაპონურ რესტორანში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

IMG_2977.jpeg 405.59 KB
ცოტა ხნის წინ შეფმა ახალი მენიუ შექმნა, რომელსაც ,,იაპონია ხვდება ვიეტნამს’’ დაარქვა და თავისი ხელწერით სტუმრებს საშუალებას აძლევს უნიკალური გემო აღმოაჩინონ.
IMG_2978.jpeg 301.16 KB
მენიუში მრავალი სახეობის სუშის შეხვდებით, იქნება ეს ფილადელფია თუ ორაგული ტარ ტარი, გამომცხვარი კრევეტები თუ გველთევზა, ტრიუფელის თინუსი თუ ტემპურა ორაგული.       
IMG_2981.jpeg 353.03 KB
ბისტროს მენიუში წვნიანი რამენების ნაირსახეობაც არის წარმოდგენილი: კარი კაცუ, კიმჩი ტატაკი, ტონკოცუ და მისო რამენები, რომლებიც განსაკუთრებით სასიამოვნოა ცივ ამინდში.

გარდა რამენების, ტემპურების, სუშისა და გუნკანებისა, თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სასმელები, რომელთა შექმნაზეც  შეფბარმენი სერგეი კურბანოვსკი ზრუნავს. 


RATTO BISTRO


კიდევ ერთი იტალიური ბისტრო ვუკოლ ბერიძის 9 ნომერში მდებარე RATTO BISTRO გახლავთ.

IMG_2983.jpeg 552.7 KB
ბისტრო ისეთ ტრადიციულ კერძებს დაგახვედრებთ, როგორიცაა, ნეაპოლიტანური პიცა, რომელიც შეშის ღუმელში მზადდება და რამდენიმე სახეობით არის წარმოდგენილი: მარგარიტა და პეპერონი, შანტერელი და მორტადელა, ოთხი ყველისა და ასევე ტრიუფელის, მსხლითა და გორგონზოლათი მომზადებული პიცა.
IMG_2990.jpeg 347.64 KB
RATTO BISTRO  დილის საათებში მრავალფეროვანი საუზმით გიმასპინძლებთ, პასტითა და ლაზანიით, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია იტალიური გასტრონომია.
IMG_2987.jpeg 407.72 KB
დაახლოებით 1000 წლის წინ სიცილიაში შექმნილ ტრადიციულ კერძს - არანჩინს RATTO BISTRO-ში მიირთმევთ.  არანჩინი რიზოტოს შემწვარი ბურთულებია მოცარელათი და დღესაც პალერმოში, სირაკუზასა და ტრაპინიში სანტა ლუჩიას (წმინდა ლუჩიას) ხსენების დღეს ამ კერძით აღნიშნავენ.
IMG_2972.jpg 1.34 MB
რაც შეეხება სასმელებს, გარდა მრავალფეროვანი კოქტეილებისა, დააგემოვნებთ ქართულ, ტრადიციულ ღვინოებსაც, რომლებიც იტალიურ სამზარეულოსთან შესანიშნავ სინთეზს ქმნის. 

ბისტროს მენიუში გემრიელი დესერტებიც არის წარმოდგენილი - შოკოლადის ნამცხვარი განაშით, ბაბკა კარამელით, რომელიც იტალიური სამზარეულოს ნაწილია, ალუბლის ღვეზელი, ამარეტოს ორცხობილები და სხვა. 


San Seven Bistro


San Seven Bistro ნიკიფორე ირბახის ქუჩის 17-ში სულ რამდენიმე თვეა გაიხსნა და პან-აზიურისა და ევროპული სამზარეულოს მიქსს გვთავაზობს. თანამედროვე ბისტრო უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებულ კერძებს, კოქტეილისა და ღვინის ნაირსახეობას, სასიამოვნო ატმოსფეროში ქმნის. გარემო მინიმალისტური ინტერიერით არის მოწყობილი, ღია სამზარეულოთი და მყუდრო, ლამაზი ეზოთი. 

IMG_2997.jpeg 275.27 KB
ბისტროში ბურგერების რამდენიმე სახეობა დაგხვდებათ, მათ შორის - გამორჩეული ტრიუფელის, ალუბლისა და ბეკონის ბურგერები, San Seven-ის ჩიზბურგერი - კლასიკურის შესანიშნავი ინტერპრეტაციით.  კრევეტების პოპკორნი, ორაგული შისო-ტრიუფელი, ქათმისა და ნედლი ორაგულის პოკეები, ტომ იამები და სოკოს ტორტელონი პარმეზანის კრემით - ამ და სხვა კერძებით გიმასპინძლებთ “სან სევენი”.
IMG_2992.jpeg 520.73 KB
ბისტროს შეფმზარეულები მიხეილ რასტაკიანი და სანდრო ლომიძე არიან.
IMG_2995.jpeg 319.75 KB
San Seven Bistro-ს კოქტეილის მენიუ საქართველოს 12 თვის ცოცხალ ისტორიას ქმნის, თითოეული თვის მიხედვით უნიკალური სასმელი იქმნება, რომელიც ყოველი თვისთვის დამახასიათებელი სეზონური ინგრედიენტებით მზადდება და კონკრეტული ამინდისა და განწყობის შესაბამისია. კოქტეილებს ძველქართული თვეების სახელები აქვს: ახალწისა ენკენისთვე, ღვინობისთვე, ვარდობისთვე, მირკანი, იგრიკა და ა.შ. 


ფოტოების წყარო:  Bistro By Gastronome, Purinua, YoYo Bistro, Ratto Bistró, San Seven Tbilisi