1338 წლით დათარიღებული უძველესი სახლის ნაშთები ალენტეხოში, პორტუგალიაში 2014 წელს აღადგინეს, სადაც ახლა Torre de Palma Wine Hotel მდებარეობს. ბაზილიების ოჯახის ძველი ტრადიციული ცხოვრების წეს-ჩვეულებებითა და ალენტეხოს ტრადიციებით შექმნილი Torre de Palma რეგიონის ღვინის მიწების შუაგულში მდებარეობს და სასტუმროს მეღვინეობასთან აკავშირებს. უნიკალური პროექტის არქიტექტორია João Mendes Ribeiro, ხოლო ინტერიერის დიზაინერი - Rosarinho Gabriel.

Torre de Palma-ს მთავარი კონცეფცია სწორედ მეღვინეობაა, შესაბამისად, ღვინის კულტურის სიმბოლოდ სასტუმროს საწარმო ქარხანა და ვრცელი ვენახი ამშვენებს, აქ ნახავთ კასრებით სავსე მარნებსა და სადეგუსტაციო ოთახებს. მრავალი კულტურული აქტივობა, ღონისძიება და ტური ღვინის სამყაროში, სტუმარს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღოს ღვინის დამზადების პროცესში და დააგემოვნოს ადგილობრივად წარმოებული ალენტეხოს არომატული სასმელები.

სასტუმრო დამსვენებელს 19 ნომერს სთავაზობს, თანამედროვე დიზაინითა და ტრადიციული ელემენტებით - ვინტაჟური ავეჯით, ხის ტექსტურებითა და ქვის კედლებით. ინტერიერის კლასიკური დიზაინი ნეიტრალური ფერებით, მაქსიმალურად გამოხატავს სასტუმროს კონცეფციას, შთაგონებულია რეგიონის კულტურით, ტრადიციებით და ერწყმის ალენტეხოს გარემოს.

დამსვენებლების კულინარიულ გამოცდილებაზე სასტუმროს რესტორნის შეფმზარეული, მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი - მიგელ ლაფანი ზრუნავს, რომლის ინსპირაცია ალენტეხოს სამზარეულოს თანამედროვე ინტერპრეტაციის შექმნა იყო. რესტორანში სტუმრებისთვის იქმნება რეგიონისთვის დამახასიათებელი, ორგანული და ტრადიციული კერძები, ადგილობრივი წარმოების ინგრედიენტებით, რასაც ხელს უწყობს სასტუმროს მიმდებარედ არსებული ბოსტნეულისა და ხეხილის ბაღები. 

Torre de Palma დამსვენებელს მაქსიმალური კომფორტისთვის როგორც დახურულ, ისე ღია საცურაო აუზებს სთავაზობს. სარელაქსაციო სპა ჯაკუზებს, თურქულ აბაზანებს, სხვადასხვა სახის მასაჟს, არომათერაპიასა და გამაჯანსაღებელ პროცედურებს მოიცავს. 

სასტუმრო აქტივობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, აქ დამსვენებელს შეუძლია სხვადასხვა კულინარიულ სემინარს დაესწროს, ჩაერთოს როგორც ვარსკვლავებზე, ისე ფრინველებზე დაკვირვებაში. გარდა სეირნობისა და ლაშქრობისა, სასტუმროს შეთავაზებაში აეროსტატით ფრენაც შედის. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად კი ცხენოსნობა ითვლება, სასტუმროში არსებული საცხენოსნო არენა და თავლები ბევრი დამსვენებლის საყვარელი ადგილია, ცხენით გასეირნებასთან ერთად, შესაძლებელია მათ მოვლასა და გამოკვებაში მონაწილეობის მიღება.


ფოტოების წყარო: Torre de Palma Wine Hotel, Design Hotel